ბასილაშვილის ოთხმოგებიანი სერია და იტალიური ტურნირის მეოთხედფინალის საგზური

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასპინძელი ფედერიკო ბონდიოლი მარტივად, 7:5 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მიჯრით 4 მატჩის მოგება მოახერხა, მსგავსი გამარჯვებების სერია კი ბოლოს ჩვენებურს 2021 წელს ინდიან უელსის 1000 ქულიან ტურნირზე ჰქონდა. მოგეხსენებათ, ნიკოლოზი მაშინ ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.

ბასილაშვილის მომავალი მოწინააღმდეგე ფრანგ საშა ვაიენბურგსა და ბოსნიელ მირზა ბასიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია,ფორმის აღდგენას ცდილობს და კარგია,რომ ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა,მაგრამ რა დონის ტურნირია,მაგის გაგება და აქ თქმა, ძნელი იყო?
სოსო
15:02 22-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული