ბასილაშვილმა ბარლეტას ტურნირზე Wild Card-ი მიიღო და ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ბარლეტაში გასამართ ჩელენჯერის დონის ტურნირზე "ველური ბარათი" მიიღო, რისი საშუალებითაც ძირითად ბადეშია დაშვებული.

ჩვენებურის მეტოქე პირველ წრეში 21 წლის იტალიელი, მსოფლიოს 290-ე ნომერი სამუელ ვინსენტ რუჯერი იქნება. ჩოგბურთელები კარიერაში აქამდე არასდროს შეხვედრიან.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი ამ ბარიერის დაძლევს, მერვედფინალში მისი მეტოქე ჰენრი მაიოსა და კვალიფიკანტს შორის გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა დამამცირებელია! ველურ ბარათს, თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი კონკრეტული სპორტის სახეობაში ოლიმპიურ ლიცენზიას ვერც ერთი სპორტსმენი ვერ მოიპოვებს ველურ ბარათს გასცემს ოლიმპიური კომიტეტი მხოლოდ თითო-თითოს, შესაბამისად ერთს ქალზე და ერთსაც ვაჟს!
ლაშა
17:03 31-03-2024
7
"ვაილდ ქარდი" არის ტურნირის ორგანიზატორი ქვეყნის მიერ ჩოგბურთელისათვის გადაცემული სპეციალური მოსაწვევი, რომელიც კვალიფიკაციის გავლის გარეშე არის დაშვებული ძირითად ბადეში. 2001 წელს ხორვატი ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი, სწორედ "ვაილდ ქარდი" -ს საშუალებით მოხვდა უიმბლდონის ძირითად ბადეში და გახდა ტურნირის გამარჯვებული.
ამაში არაფერი არ არის დამამცირებელი. ეს არის აღიარებული და დაშვებული!!!
ლაშას
07:38 05-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული