ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 37 წლის ასაკში მიაღწია და ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ფინალურ შეხვედრაში ამჟამინდელმა მსოფლიოს მე-2 ნომერმა სერბმა მე-3 ადგილზე მყოფი ესპანელი კარლოს ალკარასი 2 საათსა და 52 წუთში, ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში მე-5 ჩოგბურთელი, რომელსაც შტეფი გრაფის, ანდრე აგასის, რაფაელ ნადალის და სერენა უილიამსის შემდეგ, ოთხივე დიდ სლემთან ერთად ერთეულებში ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული.

საინტერესოა, რომ 21 წლის ასაკში ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც 1988 წლის მერე,
მას შემდეგ რაც ოლიმპიაზე ჩოგბურთი დაბრუნდა, ფინალში იასპარეზა.

საპირისპიროდ, 37 წლის სერბი ყველაზე ხნიერი ჩოგბურთელი გახდა, ვინაც ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ითამაშა. ინფორმაციისთვის, ვეტერანმა სერბმა დაახლოებით 9 კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ეს გამარჯვებაც ამიტომ ორმაგად აღსანიშნავია.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჯოკოვიჩი ალკარასთან ურთიერთშეხვედრებში 4:3 დაწინაურდა. სერბი ახლა 24 კარიერულ დიდ სლემთან ერთად უკვე ოლიმპიური ოქროც აქვს რაც მის კარიერაში ერთადერთი დიდი მიზანიღა იყო. 
მკითხველის კომენტარები / 19 /
ერი არის სერიოზულად დეგრადირებული და ავადმყოფურ მდგომარეობაში, ჯოკოვიჩმა ოლიმპიადა მოიგო და ამათმა აქ ერთმანეთი დაჭამეს
მამუკა
23:20 04-08-2024
0
ვინც ელგპტ და რაღაც ასეთებს თითქოს ებრძვით პირველი გადახრები თქვენ გაქვთ ამაში დარწმუნებული ვარ მაგრამ ფული გიყვართ თქვენი
Vvvvv
21:47 04-08-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული