ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი

AutoSharing Option
2024 წლის 4 აგვისტოს Philippe-Chatrier-ის კორტზე სპორტმა გაიმარჯვა. ლეგენდარულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 37 წლის ასაკში ერთადერთი დარჩენილი ნანატრი ტიტული მოიგო, რომლის ჩემპიონობის გემოც აქამდე არ გაესინჯა და ოლიმპიადის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა.

ანდრე აგასის შემდეგ სერბი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერული სუპერსლემი შეასრულა. მას ოთხივე დიდი სლემი, პლუს შემაჯამებელი ტურნირი და ახლა უკვე ოლიმპიადაც აქვს მოგებული. 

ამაზე უფრო მეტი საუბარი დაიწყება, არის თუ არა ნოვაკი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი
აქვს, მაგრამ სერბის გენიალურ მიღწევებს ცალკე აღნიშვნა სჭირდება და ყველაფერზე ციფრები მეტყველებს.

ჯოკოვიჩი არა მარტო ჩოგბურთის გენიოსი, არამედ თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. სერბი ამ წარმატებაზე ოცნებობდა და მუდამ ამბობდა, რომ თავისი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებულის მიცემა სურდა.

ჯოკოვიჩი არასდროს არ ამბობს უარს, დაიცვას თავისი ქვეყნის ღირსება დევისის თასის მატჩებში, ეროვნულ გუნდში გაათმაგებული მოტივაციით თამაშობს და თითოეული ბურთისთვის იბრძვის. მას უყვარს სამშობლო და ნოვაკი სერბეთში უბრალოდ გმირია. 

2023 წელს ბელგრადში სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება აღნიშნეს. ზეიმს ჯოკოვიჩიც შეუერთდა, რომელმაც ამ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ღია პირველობის ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.

ნოვაკმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა. სერბები განუწყვეტლივ მის სახელს სკანდირებდნენ და სიყვარულს გამოხატავდნენ. ნოვაკს ემოციებმა უმტყუნა. 

Sportall.Ge

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთელი ემოციებს საჯაროდ გამოხატავდა. მოგეხსენებათ, ჯოკოვიჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რის გამოც თითქმის მთლიანი წელიწადი გაუცდა, მაგრამ მას ყველაზე დიდი ტკივილი ავსტრალიაში მიაყენეს.

მელბურნში ჩასული შვედი რამდენიმე დღეში დაადეპორტეს. მაშინ ლეგენდამ თქვა, რომ ეს მისთვის დიდი შოკი იყო, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა და თუნდაც კარიერა დაესრულებინა, ვაქცინას მაინც არ გაიკეთებდა, მაგრამ საზოგადოებას ანტივაქსერობისკენ არ მოუწოდებდა და ამას პირადი გადაწყვეტილებით ხსნიდა. 

2023 წელს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჯოკოვიჩმა მელბურნში ჩასვლა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა შეძლო. რა თქმა უნდა, ის ტრიუმფით დაბრუნდა და ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი 3 სეტში დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ნოვაკმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ის თავის გუნდთან მივიდა, დედასა და ოჯახის წევრებს ჩაეხუტა და პანიკური ტირილი დაიწყო. ეს იყო მორიგი დიდი გამარჯვება ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ.

Sportall.Ge

2012 წელი და მონტე-კარლოს მასტერსი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. 1/8-ფინალში ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მარცხის წინ ჯოკოვიჩს შეატყობინეს, რომ მისი ბაბუა გარდაიცვალა.

ჩოგბურთელი კორტზე უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, პირველი სეტი 2:6 დათმო და კორტზეც ცრემლები წამოუვიდა, თუმცა იპოვა ძალა, ის თამაში მოიგო და შემდეგ ფინალამდეც მივიდა, სადაც ნადალთან დამარცხდა.

მონტე-კარლოს მასტერსის შემდეგ ნოვაკმა პაუზა აიღო, მშობლიურ ბელგრადში მისი ოჯახის ორგანიზებულ ტურნირზე არ ითამაშა და განაცხადა, რომ ახლა ჩოგბურთზე ფიქრი არ შეეძლო. მისთვის მთავარი ოჯახია და ემოციებისგან დაცლილია.

საინტერესოა, რომ "რკინის ადამიანი", როგორც სერბს უწოდებენ, 2018 წელს კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

"ძალიან უსიამოვნო პერიოდი მქონდა. ზედიზედ ორ ტურნირზე წავაგე სასტარტო მატჩები და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მინდოდა ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება. ისეთი შეგრძნება იყო, რომ კედლები მოძრაობდა და სუნთქვა სულ უფრო რთული ხდებოდა. ჩოგბურთი – ჩემი სიყვარულია, მაგრამ მინდა მისი გამოყენება, როგორც პლატფორმა პოზიტიური გარდაქმნებისთვის, მინდა ვთქვა: იმოქმედეთ, ეძებეთ გზები თავისუფლებისკენ, გამოიკვლიეთ საკუთარ სუპერძალები.

არ აქვს მნიშვნელობა, წარმატებული ხართ თუ არა საზოგადოების თვალში: თქვენი ძალა თქვენს ხელშია. კრიზისულ მომენტში ვიგრძენი, რომ ბუნება მიზიდავდა. წავედი ოჯახთან ერთად შვებულებაში და ერთხელ, როცა პლაჟზე ვთვლემდი, უცებ ახალი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. სხეული გადაიტვირთა. ყველაფერი ასე მარტივად მოხდა", - თქვა მაშინ ჯოკოვიჩმა.

სერბი ამ ეტაპზე აქტიური სპორტიდან წასვლას არ ჩქარობს და ამბობს, რომ ჯერ სიამოვნებას იღებს და მეტოქისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, რაც ალკარასთან მატჩმაც დაამტკიცა. 

ჯოკოვიჩი მუდმივ მაგალითს აძლევს ახალგაზრდა თაობასა და სპორტსმენებს. ის ეხმარება თანამემამულე სპორტსმენებს, რათა წარმატებას მიაღწიონ.

მაგალითისთვის, იმედისმომცემმა 21 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ჰამად მედჯედოვიჩმა განაცხადა, რომ ნოვაკი ფინანსურად ეხმარებოდა, როდესაც მოგზაურობის და ტურნირებზე წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

საჩოგბურთო ვარსკვლავს არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა და ფინანსური დახმარებითაც ხშირად გამორჩეული გახლდათ.

ნოვაკი დაეხმარა თავისი ყოფილი მწვრთნელის, ლეგენდარული ჩოგბურთელის, ბორის ბეკერის ოჯახსაც. მოგეხსენებათ, 2018 წელს "უიმბლდონის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულს ინგლისის სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მან თავად განაცხადა, რომ სერბი მის ოჯახს გვერდში ედგა, როდესაც ის ციხეში იმყოფებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ნოვაკს აქვს შემუშავებული ე.წ. DjokoLife ცხოვრების წესი, რომელიც მისი წარმატების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად ითვლება. ყოველდღიური დაბალანსებული კვება, ხშირად ჭამს ბრინჯს, შვრიას, ყაყაჩოსა და სელის თესლს, ანტიოქსიდანტებს, აქტიურად სვამს ქოქოსის რძეს. 

ნოვაკი ახლა მუდმივი მწვრთნელის გარეშე მოგზაურობს და ტურნირებს ასე ატარებს. მან და მისმა ბოლო დამრიგებელმა გორან ივანიშევიჩმა რამდენიმეწლიანი შედეგიანი თანამშრომლობის შემდეგ განშორება გადაწყვიტეს.

სერბის სიძლიერე ახლა მისი ოჯახია: მისი მეუღლე ელენა რისტიჩი და შვილები სტეფანი და ტარა, რომლებიც მამის მატჩებს თითქმის სულ ესწრებიან. 

Sportall.Ge

"ჯერ კიდევ შოკში ვარ. მთელი ჩემი სული და გული ჩავდე! ჩემი ოჯახი მაქსიმალურად გვერდში მედგა, რომ 37 წლის ასაკში ოლიმპიური ოქრო მომეპოვებინა. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ!", - თქვა ფინალის შემდეგ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ მან თავის შვილს, სტეფანს, 2024 წლის "უიმბლდონის" ფინალის შემდეგ მიმართა და უთხრა, რომ თუ ჩოგბურთელობას გადაწყვეტს, მზად არის მისი მწვრთნელი გახდეს. 

დასახელდება თუ არა ნოვაკი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოპოვებული ტიტულებით მსოფლიო ლეგენდებზე წინაა.

ახლა სერბს 24 დიდი სლემი აქვს, რითაც რაფაელ ნადალს ორით, ხოლო როჯერ ფედერერს ოთხით უსწრებს. პლუს ამას, მას კარიერული სუპერსლემი აქვს შესრულებული. ნოვაკის ანგარიშზე ასევე 40 მასტერსი, 98 ATP და 7 წლის შემაჯამებელი ტიტული ფიქსირდება.  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჯოკოვიჩი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს და ახალგაზრდა თაობის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტიტულების მოგებას კვლავ გეგმავს.

ჩვენ კი უბრალოდ ვისიამოვნოთ, ვიდრე აქტიურ სპორტში ასეთ ლეგენდას ვხედავთ.

altნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯოკოვიჩი არის ნამდვილად საუკეთესო ჩოგბურთელი მამაკაცებში აქ სადაო არაფერია მაგრამ რუსეთის მიმართ აქვს სიმპათია ეს არის მიუღებელი ყველა რუსეთუმეს დდდდფფ
რუსებს ვინც მხარს უჭერს იმათი ყველასი დდდდ
14:07 05-08-2024
4
რუსეთმა რომ დაგვბოᲛბოს თქვენი სერბი ძმა ..ეზე დაგიკიდებთ. სერბი ძმა არა ჭუ..უ. არ კიდიხართ ნოვაკას :)))))))))))))))))))))))
Drangeta
13:57 05-08-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული