პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ - ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰარდის საფარზე გამართული 100 ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა.

ჩვენებურმა ფინალურ შეხვედრაში 31 წლის იაპონელ, მსოფლიოს 78-ე ნომერ ტარო დანიელს ორ სეტში 7:5, 6:4 სძლია. ნიკას ანგარიშზე 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. მან 3 ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დაკარგა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 100 სარეიტინგო ქულა და 18 230$ გამოიმუშავა. მომდევნო კვირიდან ის მსოფლიო რეიტინგში ერთბაშად 96 საფეხურით წაიწევს წინ და 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ინფორმაციისთვის, ქართველმა 2021 წლის შემდეგ, მას
მერე რაც მიუნხენში იჩემპიონა, პირველი ტურნირი მოიგო.

ბასილაშვილი ახლა იაპონიაში, კერძოდ მაცუიამაში გასამართ 75-ქულიან ჩელენჯერზე გადაინაცვლებს, სადაც ძირითად ბადეში გახლავთ და პირველ წრეში იტალიელ მატეო ბელუჩის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
100 ქულიანი ტურნირი,თითქოს დიდი არაფერია,ნიკას რანგის ჩოგბურთელისათვის,მაგრამ მან ფაქტობრივად მეორედ დაიწყო კარიერა და აღმართი ხელმეორედ აქვს,ასავლელი.ვულოცავ ამ გამარჯვებას და მასთან ერთად,რა თქმა უნდა მეც იმედი მაქვს,რომ ამ გზას,სწრაფად და წარმატებით გადალახავს.
სოსო
11:29 03-11-2024
0
ყოჩაღ ნიკოლოზ! გილოცავთ! მოინდომე და კიდევ ბევრი წარმატება გაქვს წინ!
დათო
11:15 03-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული