ბასილაშვილის შემდეგი შეხვედრის გამართვის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის მორიგ ტურნირში 5 ნოემბერს გამთენიისას ჩაერთვება. მოგეხსენებათ, ჩვენებური იაპონიის ქალაქ მაცუიამაში ჩასატარებელ 75-ქულიან ჩელენჯერზე იასპარეზებს, რომელიც ჰარდის საფარზე გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული და ნიკას მეტოქე ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი, ამჟამად მსოფლიოს 105-ე ნომერი, 23 წლის იტალიელი მატია ბელუჩი იქნება. ჩოგბურთელები აქამდე არასდროს შეხვედრიან.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი იტალიურ ბარიერს დაძლევს, შემდეგ წრეში 21 წლის იაპონელს, მსოფლიოს 248-ე ნომერს შინტარო მოჩიზუკის ეთამაშება.

შეხსენებისთვის, გუშინ ბასილაშვილი 2021 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო და სამხრეთ
კორეის დედაქალაქ სეულში ჰარდის საფარზე გამართული 100 ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა, რითაც 100 სარეიტინგო ქულა და 18 230$ გამოიმუშავა. მან 96 საფეხურით წაიწინა წინ და ახლა მსოფლიოს 215-ე ჩოგანია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც კი ცოტა წელში გაიმართება ბასილა, მაშინვე სისინით შემოდიან სცენაზე გველი დოროყა და ვაი უფლება დამცველი გაბურძგნული ბაია. აბა სად ხართ, გამოსრიალდით ბუდიდან, ანთხიეთ გესლი რომ ისევ გაუფუჭოთ ხასიათი ნიკას
grisha
18:13 04-11-2024
4
ისევ იმ გერმანელ გოგოსთან ერთად არის? მაგრად უხდებოდენ ერთმანეთს.გამიხარდება მასთან თუ არის ბედნიერი.
ღმერთი გფარავდეთ
10:09 05-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული