სოციალურ ქსელში ოლიმპიური ცურვის დარბაზიდან ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა მაყურებლის გაკვირვება გამოიწვია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ მოცურავეს სპეციალური ქუდი გასძვრა და აუზში ჩავარდა, ამ კაცს დაავალეს, ჩამხტარიყო და ამოეტანა ის, რადგან წესებში წერია, რომ არ შეიძლება არანაირი ნივთი ეგდოს აუზში.