U23. ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩეპმიონატის პირველ დღეს 8 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ალბანურ დურესში 15 ოქტომბერს დაიწყო ახალგაზრდა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი.

საქართველოს წარმომადგენლები კი გუშინ ჩაებნენ შეჯიბრებაში და პირველ დღესვე სამი ოქროს, ამდენივე ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

23-წლამდელთა 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა შოთა მიშველიძემ, რომელიც ამ წონას 69 კილოდან დაუბრუნდა. იგი წინა წლებში 20-წლამდელებშია კონტინენტის პირველობების პრიზიორი. ამჯერად კი მას ალბანეთში ტოლი არ ჰყავდა.

შოთამ წარმატებით გამოიყენა ექვსივე ცდა, სამი ოქროს მე
დალი დაიმსახურა და სამივე დისციპლინაში თანატოლთა შორის საქართველოს რეკორდები გააუმჯობესა. მესამე ცდაზე 134 კილო აიტაცა და მეორე ადგილზე გასულ თანაგუნდელ რამინ შამილიშვილს 10 კილოთი აჯობა.

მიშველიძემ აკვრაში 153-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და აქაც ოქროს მედალი ხვდა.

ვერცხლის პრიზიორი თურქი ფერდი ჰარდალი ჩვენებურს სამი კოლოთი ჩამორჩა. საგულისხმოა, რომ ჰარდალიმ, რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა, ატაცში საწყისი წონა - 126 კილო ვერ დაძლია და ორჭიდში შეუფასებელი დარჩა. აკვრაში 146 კილოთი მესამე იყო შამილიშვილი.

62 კგ
1. შოთა მიშველიძე (საქართველო) - 287 (134+153)
2. რამინ შამილიშვილი (საქართველო) - 270 (124+146)
3. რომარიო ავდირაი (ალბანეთი) - 257 (112+145)

* * *
56 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის იბრძოდა 20-წლამდელთა შორის ორჭიდში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გოდერძი ბერდელიძე. მან ატაცში ორი ცდა გამოიყენა, მესამე მისვლა 114 კილოზე გაუცუდდა, ამიტომ 111 კილოთი მეოთხე ადგილზე გავიდა. აქ უძლიერესი იყო იტალიელი მირკო სკარანტინო - 115 კგ.

აკვრაში სამჯერ მივიდა შტანგასთან ბერდელიძე და სამჯერვე შედეგიანად, საბოლოოდ 135 კილოგრამით მესამე ადგილი ერგო. ამ მოძრაობაში პირველ-მეორე ადგილები სკარანტინომ (143) და რუმინელმა კონსტანტინ ილიე სიოტოუმ (142) დაიკავეს.

56 კგ
1.მირკო სკარანტინო (იტალია) - 258 (115+143)
2. კონსტანტინ სიოტოუ (რუმინეთი) - 255 (113+142)
3. გოდერძი ბერდელიძე (საქართველო) - 246 (111+135).

დღეს დურესის ფიცარნაგზე ქართველთაგან 23-წლამდელებში თორნიკე თოდაძე და გოგა ჩხეიძე (ორივე-69 კგ) იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდა ძალოსნებს. მომავალში ოლიმპიური ოქროები მოეგოთ. https://www.youtube.com/watch?v=-9_VzlbgeUE ვისაც ყურება უნდათ შეგიძლიათ უყუროთ.ყველა ძალოსანს წარმატებებს ვუსურვებ.
jorj
12:40 17-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული