ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.
მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.
ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა. კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ირანელი საეიდ ალიჰუსეინი, ხოლო მესამე იყო ასევე ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბი.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
09:47 06-12-2017
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ძალოსნობაში , ქართული ისტორიის შემქნელი გმირი!
გაგიმარჯოთ ქართველნო!!!