გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ლაშა ტალახაძის შესახებ:
10. ლაშა ტალახაძე საჩხერიდანაა. ის 1993 წელს დაიბადა. 197 სანტიმეტრია სიმაღლეში და 157 კილოგრამს იწონის.9. "ადგილზე ვერ აცნობიერებ ამ ყველაფერს. შეჯიბრის შემდეგ რომ ჩამოდიხარ, ამდენი ადამიანი რომ გილოცავს და ხვდები, რომ შენი ქვეყნისთვის რაღაც გააკეთე, ძალიან სასიხარულოა. კარგი გრძნობაა", - ესე აღწერს ლაშა მიღწეული წარმატების
8. ლაშა ტალახაძე ძალიან მორწმუნეა, ყოველი შეჯიბრის წინ წარმატების მისაღწევად პირჯვარს ისახავს და უფალს შეწყალებას სთხოვს.
7. 2016 წელს ქუთაისში ლაშას ვარსკვლავი გახსნეს. იმერეთის დედაქალაქში თუ გაივლით, ვარსკვლავის ნახვა ოლიმპიურ ბაღში შეგეძლებათ. ამ ბაღში სულ 7 სპორტსმენისთვის არის ვარსკვლავი გახსნილი და ერთი ლაშას სახელობისაა.
6. ცნობილი ამბავია, რომ ლაშას მეტოქე ბეჰდად სალიმი უკმაყოფილია მსაჯობით, თუმცა ირანელი ძალოსანი არა მარტო ტიტულოვანი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანიცაა. მან ლაშას ტურნირის დასრულების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
5. ლაშა ტალახაძეს დოპინგთან პრობლემები 2013 წელს ჰქონდა, მას სტანოზოლოლი აღმოუჩინეს და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
"იმ დროს რაც დამემართა, ჩემი, როგორც სპორტსმენის ბრალი არანაირად არ იყო. მაშინ ბევრმა ინფორმაციამ გაიჟღერა, რომ თითქოს ჩუმად, მწვრთნელებისგან დამალულად ვიღებდი რაღაც პრეპარატებს. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ტყუილია. მეტ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები.
მთავარია, რომ მე, ჩემს პირად მწვრთნელს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ჩემი ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ ყოველთვის სუფთა ვიყავი. ძველ დროს აღარ მივტირი, თუმცა ძალიან საწყენი იყო, რაც მოხდა. 2013 წელს დოპინგზე ძალიან ბევრი ძალოსანი ჩავარდა და მათ შორის მეც აღმოვჩნდი", - წყარო: amerikiskhma.com
4. დისკვალიფიკაციის შემდეგ ის მალევე შევიდა ფორმაში, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო, როცა ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა.
3. როგორც ლაშა ტალახაძის მამა იხსენებს, მსოფლიო ჩემპიონს ბავშვობაში არ ეტყობოდა, რომ ძალოსნობაში რაიმეს შეძლებდა. შედეგად ის ჭიდაობაზე შეიყვანეს. 2 წლის შემდეგ ფეხბურთსაც თამაშობდა და ამ ყველაფერმა ლაშას განუვითარა ის უნარები, რითიც დღეს რეკორდს რეკორდზე ხსნის.
2. ლაშა რიოს ოლიმპიადის შემდეგ ცოტა განაწყენებული იყო, რადგან უცხოური ქვეყნიდან დიდი თანხები შესთავაზეს, ხოლო საქართველოში შესაბამისად არ დაუფასდა. თუ ლონდონის ოლიმპიადაზე მილიონს აძლევდნენ ოლიმპიურ ჩემპიონს, რიოს ოლიმპიადაზე ჩემპიონებმა 170 000 მიიღეს. მაგრამ ლაშას ძალიან უყვარს სამშობლო და ყველანაირ ფინანსებზე მეტად საქართველოს დროშის ფრიალი ურჩევნია.
1. რა დამოკიდებულება აქვს ლაშას მის განუყრელ მეგობართან? მისი პასუხი ასეთია: ზოგს შტანგა უსულო არსება ჰგონია, ჩემთვის კი ის სულიერია, უნდა მოარჯულო, დამჯერი გახადო. ძალოსანსა და რკინას შორის ჰარმონია უნდა დამყარდეს, უნდა მოგენდოს, რომ მოძრაობისას სასურველ წონაზე წამოგყვეს, თორემ თუ გაგიჯიუტდა, არაფერი გამოვა.
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა
ერს-მინიმუმ 4 ოლიმპიადა გვინდა!!!
ლეგენდად უნდა შეხვიდე ძალოსნობის ისტორიაში!!!
და შენით სამუდამოდ იამაყოს -შენმა ერმა!