რევაზ დავითაძემ ევროპირველობაზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს!

19 წლის რევაზ დავითაძემ (85 კგ) 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ აჟღერდა!

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა!

ქალთა შორის აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი თათია ლორქთქიფანიძე (69
კგ) გახდა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
შენმა გამზრდელმა იხაროს რევაზ!
როგორც ვატყობ ძალოსნობა შედეგებით სპორტის პირველი სახეობა ხდება ჩვენში.
მეტი მხარდაჭერა კახიაშვილს მა მის გუნდს, ასანიძისა და მწვრთნელთა საბჭოს თამადობით.
წინ ტოკიოში შტანგით 3 ოქროს მედლისაკენ!
მერაბი გ.
31 მარტი 2018 08:49
1
ვულოცავ რეზოს ამ გამარჯვებას,მართლაც დიდებულად გამოვიდა.მეორე მოძრაობაში უფრო მეტიც შეეძლო,პირველი მოძრაობის შენდეგ,10 კილოთი უგებდა უახლოეს მდევარს და ამიტომ მეორე მოძრაობაში აღარ გარისკა.თუ რეპორტაჟები ვინმეს აინტერესებს,ევროსპორტ 1-ზეა.
სოსო
31 მარტი 2018 10:01
1
რევაზ დავითიძემ ისტორიული ოქრო აიღო. ეს იყო დიდებში ოლიმპიურ სპორტის სახეობებში დამოუკიდებელი საქართველოს მე-100 ოქრო, ევროპაზე, მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ერთად.

ოლიმპიური სპორტის სახეობები.
დიდებში.
ევროპის ჩემპიონატზე - 71 ოქრო
მსოფლიოს ჩემპიონატზე - 21 ოქრო
ოლიმპიადაზე - 8 ოქრო

გურგენა
31 მარტი 2018 12:20
0
უდიდესი სიამოვნება იყო რევაზის გამოსვლისთვის თვალის დევნება ბუქარესტის ფიცარგანზე. ენით აღუწერელი გრძნობა და სიამაყე გეუფლება კაცს. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას და დიდი მადლობა ბატონ კახიაშვილს, ბატონ ასანიძეს და რა თქმა უნდა ყველა იმ პირს ვინც ასეთი კარგი ბიჭები აღზარდეს!
არჩილ
31 მარტი 2018 16:47
0
ნუ რა ვთქვა არ ვიცი პირველ რიგში ასანიძეს რო მწვრთნელობა მაგრად გამოდის ეს ხომ არაა სალაპარაკო და ტოკიოს ოლიმპიადაზე ალბათ ფურორი მოხდება ჩვენი ბიჭებისგან.
მამული
31 მარტი 2018 13:47
0
გილოცავ რევაზ!!! გაიხარე და იმედია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ!!!
tngh
31 მარტი 2018 13:24
0
მადლობა ამ ახალგზრდა ვაჟკაცს საქართველოს გახარებისთვის, ტოკიოდან ველოდები ამ ბიჭისგან მედალს
ზიზუ
31 მარტი 2018 12:25
0
Gaixaros shenma ojaxma da shenma samshoblom! Madloba kargi mamulishvilobistvis.
კახა
31 მარტი 2018 02:20
1
რეზოს გამარჯვებას ვუყურე და მივულოცე კიდეც,მაგრამ თათია ლორთქიფანიძის გამოსვლაზე არაფერი ვიცოდი.არადა მისი ბრინჯაოს მედალი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კია,ვიდრე ბიჭების ოქროებია.ანასტასია გოტფრიდი მაინც უკრაინული ძალოსნობის სკოლის აღზრდილია,თათია კი მგონი პირველი ქართველი ქალი პრიზიორი უნდა იყოს ევროპის ჩემპიონატის დონეზე.ასე რომ ვულოცავ თათიასაც და ჩვენს ქალთა ძალოსნობასაც.
სოსო
31 მარტი 2018 16:12
0
იქნებ ცოტა უფრო მეტად გავაშუქოთ ქალებში თათია ლორთქიფანიძის წარმატება, ბ ჯგუფიდან ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა კიდევ უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო, მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო
giorgi
31 მარტი 2018 12:20
0

სიახლეები პოპულარული