რევაზ დავითაძემ ევროპირველობაზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს!

19 წლის რევაზ დავითაძემ (85 კგ) 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ აჟღერდა!

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა!

ქალთა შორის აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი თათია ლორქთქიფანიძე (69
კგ) გახდა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
შენმა გამზრდელმა იხაროს რევაზ!
როგორც ვატყობ ძალოსნობა შედეგებით სპორტის პირველი სახეობა ხდება ჩვენში.
მეტი მხარდაჭერა კახიაშვილს მა მის გუნდს, ასანიძისა და მწვრთნელთა საბჭოს თამადობით.
წინ ტოკიოში შტანგით 3 ოქროს მედლისაკენ!
მერაბი გ.
08:49 31-03-2018
1
ვულოცავ რეზოს ამ გამარჯვებას,მართლაც დიდებულად გამოვიდა.მეორე მოძრაობაში უფრო მეტიც შეეძლო,პირველი მოძრაობის შენდეგ,10 კილოთი უგებდა უახლოეს მდევარს და ამიტომ მეორე მოძრაობაში აღარ გარისკა.თუ რეპორტაჟები ვინმეს აინტერესებს,ევროსპორტ 1-ზეა.
სოსო
10:01 31-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული