ტურნირზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება 77 კგ. წონით კატეგორიაში დღეს ორი ქართველი ძალოსანი ასპარეზობდა
ლომია თებიძემ ატაცში სამივე ცდა (129, 134, 137) წარმატებით დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში, სადაც 161, 167 კგ დაიმორჩილა, ხოლო ორჭიდის ჯამში მისი მონაგარი 304 კგ. იყო, რამაც ვიცე-ჩემპიონობა მოუტანა.
ატაცში კაკაბაძემ სამივე ცდა (128, 132, 133) წარმატებით დასძლია და მე-4 პოზიცია დაიკავა.
კიდევ 2 მედალი მილანიდან! - საბა ასანიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა
არჩილ მალაყმაძემ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა