თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ძალოსნობაში მსოფლიოს რეკორდსმენს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ!
ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია და არ შეიძლება მას ვინმემ რამე აკადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო! ჩემი მხარდაჭერა ჩემპიონს, ლაშა, შენისთანა ქართველები გვიმრავლოს", - დაწერა პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენარალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტალახაძეს იმის გამო უწოდა არარაობა, რომ მან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში
მიიღო მონაწილეობა.