ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ საქართველოს ოქროს და ვერცხლის მედალი მოუპოვა

AutoSharing Option
25 ოქტომბერს ძალოსნობაში პოლონეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ (94 კგ) ატაცში სამივე ცდა (165, 169, 172) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, პლესნოიმ აკვრაში 195 კგ. დასძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში კი 368 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტურნირზე ოქროს მედლები გოგა ჩხეიძემ (69 კგ) და რევაზ დავითაძემ (85 კგ) მოიპოვეს.

ტურნირზე აგრეთვე მონაწილეობას ირაკლი ჩხეიძე (105 კგ), ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), გიორგი ჩხეიძე (+105 კგ) და ბაქარ თურმანიძე
(+105 კგ) მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაო, ნიკა გვარამია რას იძახის, იმ შემთხვევაში გაღიარებთ, თუ "ნაცმოძრაობაში" შეხვალთო?!
ზურა
14:36 26-10-2018
5
ყოჩაღ ლომებო! ეტყობა ჯარს, რომ ნამდვილი გენერლები ხელმძღვანელობენ. ისე, მკლავჭიდელთა ტრიუმფი რომ უფრო დეტალურად გაშუქებულიყო, ურიგო არ იქნებოდა.
კახაბერ ხუციშვილი
12:32 26-10-2018
0

სიახლეები პოპულარული