19 წლის ირაკლი ჩხეიძემ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 19 წლის ირაკლი ჩხეიძემ 102 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 168 კგ დაძლია, აკვრაში თავი 208 კილოგრამს გაართვა, ორჭიდის ჯამში კი 376 კილოგრამი დაუგროვდა.

ჩხეიძემ სამივე დისციპლინაში მე-5 ადგილი დაიკავა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული სალიცენზიო ქულები მოიპოვა.

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ჩხეიძემ  20-წლამდელთა ევროპირველობაზე 3 ოქროს მედლით ჩემპიონობა იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული