ლაშა ტალახაძე: პირობას ვდებ, რომ გაისადაც არაერთხელ გავახარებ გულშემატკივარს

AutoSharing Option
გუშინ, 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ წარმატებულ სპორტსმენებს თბილისის საკრებულოში უმასპინძლა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მომავალშიც გააგრძელებს წარმატებულ გამოსვლას.

"დიდი მადლობა, რომ გვმასპინძლობთ. მინდა მივულოცო სპორტსმენებს ის წარმატება, რასაც წელს მიაღწიეს. მოხარული ვარ, რომ წელს საკმაოდ წარმატებული წელი გამოდგა არა მარტო ძალოსნებისთვის, არამედ ზოგადად, მთელი ქართული სპორტისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წელიც ასეთივე წარმატებული იქნება და მე, ჩემი მხრივ, პირობას ვდებ, რომ გაისადაც არაერთხელ გავახარებთ ჩვენს
გულშემატკივარს“ - ციტირებს ლაშა ტალახაძის სიტყვებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური Facebook-გვერდი.

altლაშა ტალახაძე: ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
2020 წლის ბოლოსთვის ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი და ორჭიდში 490 კგ-ით მსოფლიო რეკორდსმენი უნდა იყო, ხომ იცი!
მერაბი გ.
08:17 01-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული