ACES Europe - ევროპის დედაქალაქების და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. საპატიო ტიტული და დროშა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადასცა ევროპის დედაქალაქების და ქალაქების სპორტის ფედერაციის, ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება, სტარტს 2019 წლის 6 აპრილს აიღებს და 13 აპრილს დასრულდება.