ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა

AutoSharing Option
21 დეკემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს.

ნომინანტთა შორის აგრეთვე  ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) იყვნენ და გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინეს.

ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს შვიდგზის რეკორდსმენია.

ის შარშანაც წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ! წელს ძნელი არჩევანი იყო; მე პირველობას ლაშას /რა თქმა უნდა/ ნიკას, გენოს, თუშის და ტოჩის ერთად მივცემდი. პირველი ვიგინდარის წოდებას კი "გამარჯვებული ხალხის ტვ-ს" დირექტორს
ბაზი
09:21 22-12-2018
2
პარმოფარიკავე ირმა ხეცურიანს რატომ რთავენ კენჭისყრაში. საქართველოში რომ პარამოფარიკავეს ამხელა წარმატება ექნება აუცილებლად დასაფასებელია.
გიორგი
08:42 22-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული