ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ანტონ პლესნოიმ საქართველოს ნაკრებს ორი მედალი შემატა

AutoSharing Option
12 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

პლესნოიმ ატაცში 173 კგ დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აკვრაში ანტონმა 204 კგ ასწია, მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი კი 377 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ნატურალიზებული უკრაინელი ძალოსნის, პლესნოის დებიუტი საქართველოს ნაკრებში შარშან პოლონეთის ზამოსცში 20 და 23-წლამდელთა ევროპირველობაზე შედგა, სადაც ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე უკვე 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო,
4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

13 აპრილს ტურნირზე ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე 109 კგ) და ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანასტასია გოტფრიდი სადაა?
მერაბ გ.
06:44 13-04-2019
0

სიახლეები პოპულარული