დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში მოსულმა გულშემატკივარმა რეკორდი იხილა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თბილისურ ფიცარნაგზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე 3 წლის წინ სწორედ დღევანდელი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ძალოსანმა ეს დღე კიდევ ერთი რეკორდით გაალამაზა.
გაგაცობთ ჩემპიონ პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:
109 კგ.
აკაკი
მირზა დავითაძე (აჭარა) – 117. 145. 262
ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი) – 110. 153. 255
+109 კგ.
ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 219. 255. 474
ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 175. 202. 377
თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) – 165. 180. 345
96 კგ.
ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145. 178. 323
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 143. 175. 318
საბა ანთაური (თბილისი) – 123. 160. 283
102 კგ.
ანტონ პლესნოი (თბილისი) 181. 212. 393
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135. 160. 295
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124 . 155. 279
ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145. 178. 323
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 143. 175. 318
საბა ანთაური (თბილისი) – 123. 160. 283
102 კგ.
ანტონ პლესნოი (თბილისი) 181. 212. 393
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135. 160. 295
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124 . 155. 279
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
რა თქმა უნდა სპილო. მიუგო კახელმა.
რატომ, რადგან დიდია?
არა ჯოო! ვირივით ჯანი ააქვს!
მართლა სპილოსავით ჯანი აქვს ამ კაცს და ცოტა მეერიდეთ ჯოო!!!
სიმართლის გარევით ვხუმრობ რა თქმა უნდა.მის ყოველ გამოსვლას გულის ფანცქალით ველოდები და ვიცი,რომ დღესაც რაღაცით გაგვახარებს.მის დაბადებასა ვლოცავ და ასეთად მის გამზრდელს.ასეთი ვაჟკაცები რომ გვყავს,ეს გვინარჩუნებს კიდევ მომავლის იმედს,თორემ ამ მთავრობების შემხედვარეს,რომ დაფიქრდები,სიცოცხლეც აღარ უნდა კაცს.