ნამდვილი ფენომენი! - ლაშა ტალახაძის ოქროს მედლები და რეკორდები მსოფლიო ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი აკვრაში 264 კილოგრამი ასწია, რაც ახალი რეკორდია. ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ
მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია. მესამე ადგილზე 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.


აკვრაში ტალახაძემ ასევე სამივე ცდა გამოიყენა, ჯერ 247 კილოგრამი დაძლია, რითაც ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობა გაინაღდა.

მეორე ცდაზე ტალახაძემ 255 კილოგრამიც დაძლია, რამაც უკვე ჩემპიონობა აკვრაში მოუტანა.

მესამე ცდაზე კი ქართველმა ძალოსანმა 264 კილოგრამიც ასწია და კიდევ ერთი რეკორდი მოიპოვა, ასევე ორჭიდის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.


მეორე ადგილზე აკვრაში 248 კილოგრამით სომეხი გორ მინასიანი გავიდა და ასევე მეორე ადგილი ორჭიდში 460 კილოგრამით ერგო. აკვრაში მესამე ადგილი ასევე სომეხმა რუბენ ალექსანიანმა 245 კილოგრამით დაიკავა. მასვე ერგო მესამე ადგილი ორჭიდში (437).

altლაშა ტალახაძემ გამარჯვება საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ერს რომ ასეთი გიგანტი შვილი ყავს,ის ერიც გიგანტია და უდიდესი პოტენცია-პერსპექტიბვები გააჩნია, მთავარია ერის იდეურ -მენტალური გაერთიანება, ანუ -დასავლური ტიპის ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი სახელმწიფოს შექმნა და სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიული ინტერესებებისა მ ტ კ ი ც ე დ დაცვა,მერე ...
გლახუნა
27 სექტემბერი 2019 17:45
10
გენიოსი!!!
დათო
27 სექტემბერი 2019 15:34
0
გაუჭირდებოდა☺☺
ფეოლა
27 სექტემბერი 2019 19:37
0
ლაშა ბიძიკო არ ხარ შენ ნორმალური ხოიცი... გეხუტუნე გოლიათო
კახა
27 სექტემბერი 2019 19:34
2
რა თქმა უნდა ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს, ატაცში რადგან 2 წლის წინ უკვე გქონდა 220კგ, ეხლა კი 221-ზე უნდა მისულიყავი. მითუმეტეს, რომ იმხელა მარაგით აიტაცე 220, რომ არც 225 კგ გაგიჭირდებოდა. ჩემი აზრით ლაშას თავისუფლად შეეძლო 225 კგ-სა და 267 კგ-ს ჩვენება, თუმცა ეს მომავალში იყოს!
aleqsandre
27 სექტემბერი 2019 15:05
4
ლაშა 1993 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. ეს ის დროა, ომი სულ რაღაც 2–3 დღის დამთავრებული რომ იყო. სოხუმში და ოჩამჩირეში ქართველების ხოცვა–ჟლეტა ჯერ ისევ გრძელდებოდა და სწორედ მაშინ მოევლინა ის ამ ქვეყანას. 2005 წლის 27 სექტემბერს რევაზ მინდორაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, თუმცა იმავე დღეს ლუკა კურტნიძემ, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, ფინალი წააგო, თანაც რუს მეტოქესთან. ასე რომ, ტალახაძის წლევანდელი გამარჯვება სრულფასოვანი წარმატებაა, თანაც სამი მსოფლიო რეკორდით.
ლაშა L.S.R.
27 სექტემბერი 2019 19:33
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული