U23. გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

AutoSharing Option
რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბას გიორგი ჩხეიძემ (+109 კგ) კიდევ 2 მედალი შემატა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 177/182 კგ დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.

აკვრაში კი ჩხეიძემ თავი 222/226/228 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასეთივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში მოგროვებული 410 კილოგრამითაც.

ტურნირზე ოქროს მედლებს გოდერძი ბერდელიძე (61 კგ) და ანტონ პლესნოი (96 კგ) დაეუფლნენ, გიორგი დოკვაძემ (55 კგ) და რევაზ დავითაძემ (89 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო გოგა ჩხეიძე (67 კგ) ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

altანტონ

პლესნოის ტრიუმფი - 3 ოქროს მედალი და ევროპის 4 რეკორდი ბუქარესტიდან! [VIDEO]

altU23. რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა!

altგოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

altU23. ევროპის ჩემპიონატი: გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა

altU23. ქართველმა ძალოსანმა გიორგი დოკვაძემ ევროპირველობაზე 3 მედალი მოიგო!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული