ჩვენ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივან რამაზ გურგენიძეს გავესაუბრეთ.
- ჩემპიონატზე 13 სპორტსმენით წარვდგებით. მათი უმეტესობა მედლის კანდიდატია, განსაკუთრებით - 20-წლამდელებში.
ამ ასაკის 85 კილოში რევაზ დავითაძე იასპარეზებს. იგი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს პირველობების ვერცხლის პრიზიორია. ალბანეთში პირველ ადგილზე გასასვლელად იბრძოლებს. ამავე წონაში გამოვა ნოდარ კაკაბაძე, რომელიც შეჯიბრებაზე უფრო გამოცდილების მისაღებად მიჰყავთ მწვრთნელებს.
- დაბალ წონებში?
- იქ წარმომადგენლები არ
ამ წონაში აშკარა ფავორიტია დავით ხეცურიანი. ივნისში მსოფლიოს პირველობაზე მან 171 კილო აიტაცა და უახლოეს მდევარს 10 კილოთი გაუსწრო, აკვრაში კი პრობლემების გამო საწყის წონას ვერ ასცდა. ახლა შესანიშნავ ფორმაშია და საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს ევროპირველობაზე დაამტკიცებს.
მძიმე წონაში გიორგი ჩხეიძე იასპარეზებს. შარშან მან ჭაბუკებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა, წლეულს კი ოცწლამდელთა მსგავს შეჯიბრებაში ვერცხლის მედალს დასჯერდა.
- გოგონებზე არაფერი გითქვამთ...
- ნაკრებში მხოლოდ ერთი ქალი გვეყოლება - უფროსებში ევროპისა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე პრიზიორი ანასტასია გოტფრიდი. იგი 23-წლამდელებშია ოქროს მედლის რეალური კანდიდატი. 90 კილოში მოსინჯავს ძალებს. საერთაშორისო ფედერაციამ ეს წონა წლეულს დაამატა, რადგან 75 კილოს შემდეგ მძიმეწონოსნებთან პაექრობაში 80-90-კილოიანი სპორტსმენები იჩაგრებოდნენ. ახლა სამართლიანობა აღდგა. ზუსტად ანასტასიას წონაა.
რაც შეეხება ვაჟებს, რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე-62 კგ) და გოგა ჩხეიძე (69 კგ) თავიანთ ასაკში ევროპის პრიზიორები არიან და უმედლოდ, ალბათ, არც ალბანეთში დარჩებიან, ხოლო გოდერძი ბერდელიძეს (56 კგ), თორნიკე თოდაძეს (69), ლოგინოზ ბრეგვაძესა (105) და ბაქარ თურმანიძეს (+105) უფრო მოკრძალებული მიზნები აქვთ, თუმცა ბიჭები კარგ სპორტულ ფორმაში არიან და გამორიცხული არაფერია.
ვაჟა დანელია