ლაშა ტალახაძე თურქეთის ტურნირზე 3 ოქროს მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან!

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, შესაბამისად, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია და სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ არ წასულიყო თურქეთის ტურნირზე ოლიმპიადაზე არ გაუშვებდნენ?:)))
ლაშა
18 ნოემბერი 2019 13:17
1
პრაქტიკულად ივარჯიშა ადამიანმა!)
ლევანი
18 ნოემბერი 2019 12:54
0
ეგ წონები ლაშასთვის იგივეა, რაც ჩემთვის პატარა ჩაქუჩის აღება
123
18 ნოემბერი 2019 12:34
0
კიდევ კარგი სალიცენზიო ქულები აიღო, თორემ იაპონიაში მოხვედრა გაუჭირდებოდა ალბათ! რას წერთ და რა კონტექსტში, ცოტა აზრს ძალა დაატანეთ
გია
18 ნოემბერი 2019 10:48
1
გაუჭირდებოდა ლაშას :D
ემიგრანტი
18 ნოემბერი 2019 03:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული