გოგა ჩხეიძემ რომში, მსოფლიოს თასზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება, გოგა ჩხეიძემ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩხეიძემ ატაცში სამივე მისვლა 125/129/133 წარმატებით გამოიყენა და მეოთხე საფეხური დაიკავა.

ძალოსანმა აკვრაში თავი 151/158 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მოგროვებული 291 კილოგრამით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა და საბოლოოდ ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული