ლაშა ტალახაძე: თუ არაფერი შეიცვალა, კარიერის პიკისკენ საქართველოდან წასვლაზე დავფიქრდები

AutoSharing Option
რადიო "უცნობის" გადაცემა "უცნობ კიდობანში" მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, მომავალში საქართველოდან წასვლაზე დაფიქრდეს.

"ეს გამარჯვებები, ალბათ, ღმერთის ნებაა, რომ ასეთი ვარ. როდესაც გულით შევთხოვ უფალს, ვიცი, ამისრულდება და ყველაფრისთვის ყოველი გათენებისა დ დაღამებისას მადლობას ვუხდი. მადლობა, უფალო, რაც გამაჩნია. ხალხის ჩემდამი სიყვარული და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. ღმერთს თუ არ უყვარხარ, არ გექნება ამხელა ძალა და შესაძლებლობა, რათა მიაღწიო დიდ წარმატებას.

სულ მეჩხუბებიან, ჭამე, ჭამეო. განსაკუთრებით,
დილით არ მიყვარს ჭამა. თბილისში ყოფნისას შეიძლება მხოლოდ ერთხელ შევჭამო. არც მინდება. ყველაფერი მერგება კარგად. მაქსიმუმ 10 ხინკალი მაქვს ნაჭამი.

არიან ძალოსნობაში სომხეთის გარდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც კაცებიდან ქალებში გადაინაცვლეს, მაგრამ ამისათვის 5 წელი უნდა გამოტოვონ. იმ სომხის შემთხვევაში კი არავინ არაფერი იცოდა და უფრო შიგნიდან გატყდა ეს ამბავი. თუმცა, ძირითადად, ნამდვილი ქალები იმარჯვებენ.

ახლა ისეთი რეკორდი მაქვს დაფიქსირებული, რამდენიმე ათეული წელი ვერავინ მოხსნის. ისევ შეიძლება ქართველმა მოხსნას, რაც ძალიან გამიხარდება, თუმცა ძალიან დიდ შედეგზე ვართ გასულები, 484 კილოგრამი ჯერ არავის დაუფიქსირებია, მაშინაც კი, როდესაც ადრე აკრძალულ პრეპარატებს ღებულობდნენ. ამაზე მაშინ ყურადღება არ იყო გამახვილებული. ახლა სხვანაირადაა და ეს ქართული ძალა თავისას შვრება და ვჯაბნით სხვა მოწინააღმდეგეებს.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის მეორე და მესამე ადგილი და მონაწილეობაც კი ძალიან დიდ მიღწევად ითვლება. ჩვენთან კიდევ ისეთი მენტალიტეტი გვაქვს, თუ ოქრო არ ჩამოიტანე, სხვა ისე რა შედეგია.

ფინანსური თვალსაზრისით, ბოლო ორი-სამი წელიწადია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. სამ მედალს ვღებულობთ და პრემიალურებს სამივე მედალზე გვაძლევენ. წელს პრემიერმა ოფიციალურად მოაწერა ხელი რეკორდებზე და ეს დამიფასდება. ეს საქართველოში, მსოფლიო დონეზე კი საერთოდ არაფერი არ არის. სახელმწიფო პრემიები გვაქვს ძირითადად. სამშენებლო კომპანიებმა, "არქიმ" და სხვებმა გააკეთეს რაღაც-რაღაცები. სხვა მხრივ, სპონსორობაში ძალიან მოვისუსტებთ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემოთავაზებები მქონდა. ადრე ასე იყო, ერთ ყურში შეუშვი და მეორეში გამოუშვი და რა თანხაც უნდა შემოეთავზებინათ, ჩემთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო, მაგრამ სპორტსმენი რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ, ტიტულებთან ერთად ცდილობ - უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს, რამეთუ ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული და მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ნამდვილად არა, პიკისკენ კი, თუ არაფერი შეიცვალა სასიკეთოდ, შეიძლება მართლა დაფიქრდეს ადამიანი წასვლაზე. უკან რომ მოიხედავ, არაფერი არ გაქვს.

ამ ეტაპზე მართლაც კმაყოფილი ვარ. დღესდღეობით ბევრ სპორტსმენზე წინ ვართ შედეგებით, მათზე მეტ ჰონორარს ვიღებთ. მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან სპორტსმენები, ჭიდაობაში ჩვენი გენო პეტრიაშვილი და სხვები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ხდებიან. "არქიმ" ბინები გადასცა, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც მათ მიმართ სიკეთე უნდა გააკეთონ, რადგან ამას იმსახურებენ. რაც მეტი დაფასება ექნება სპორტსმენს, მეტი შედეგი ექნება.

კახი კახიაშვილი წავიდა და ორჯერ ოლიმპიადა მოიგო. აქ მაშინ ელემენტარული პირობები არ იყო და რომ დარჩენილიყო, შეიძლებოდა ოლიმპიადებზე ვერ გაემარჯვა. ახლა ჩვენ იმ დროსთან შედარებით ფუფუნებაში ვართ. ნორმალური ბაზები გვაქვს, შეკრებებს გავდივართ. ახლა ასჯერ უკეთესი ვითარებაა.

ჯერ მასე გასაქცევად არა გვაქვს საქმე. ამაზე მარტო მე არ ვფიქრობ, ბევრი სპორტსმენი ფიქრობს. ჩვენ ორ შეჯიბრებაზე ვართ დამოკიდებულნი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მიუხედავად ამისა, არავისგან არ გამიგია - წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალო.

500 კილოგრამამდე ავალ? ავალ. აქამდე ვწუწუნებდი, რომ 500 კგ ძალიან ბევრია-მეთქი, მაგრამ ჩემი მწვრთნელი მარწმუნებს, რომ ეს მე შემიძლია. ორჭიდში 500 უნდა დავაფიქსირო და შემდგომში მეტზეც ვიფიქრო."

altლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს

altლაშა ტალახაძემ რომში 3 ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

altდაუჭირე მხარი ლაშა ტალახაძეს - 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

altლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

altბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ერთი შენ გვახარებ და სად უნდა წახვიდე. საქართველოს სახელით უნდა გამოხვიდე კარიერის ბოლომდე და ყოველთვის დაგაფასებს ქართველი ხალხი.
gio
12 ივნისი 2020 19:05
0
უფალმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ვაჯკაცები! წარმატებები ძმაო! უფალი შენსკენ!
ვახო...
12 ივნისი 2020 18:35
2
?????????????
100%
12 ივნისი 2020 18:34
0
ამან საქართველოსთვის უკვე ბევრი გააკეთა, დარწმუნებული ვარ ახლაც რომ წავიდეს და სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს, აუცილებლად მუდამ ქართველი იცოცხლებს მასში. ბოლოსკენ ისევ ჩვენთან გადმოვიდეს მისთვისაც უკეთესი იქნება მგონი
ზუზუ
12 ივნისი 2020 16:38
16
ბადრი არა იხვი.სად იყო 2008-ში ბადრი მინდორაშვილმა მილიონი ლარის ჩეკი პირადად მიშასგან რომ მიიღო.თქვენი გაგებით ამ განუმეორებელმა ქართველმა უნდა იმათხოვროს და საყდრისის ოქროს მილიონები ოცნების მავნებლებმა უნდა გაიყონ.
საიდან მოხვედით
12 ივნისი 2020 16:24
21
აბა ამის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი.იყო მსოფლიო საუკეთესო ძალოსანი.იცი 7-8 წელიწადში კარიერას დაამთავრებ და მორჩება.ამ დროს ზღაპრულ პირობებს გთავაზობენ,მილიონებს.თან როცა იცი რომ მაქსიმუმ ათი წელი გაქვს დარჩენილი და მერე ეს ყველაფერი აღარ იქნება.არ დაფიქრდებოდით?ნებისმიერი ჩვენგანი დაფიქრდებოდა,ესეც დაფიქრდა რა მოხდა?რა დაშავდა?ხომ არ უთქვამს უეჭველი მივდივარო,დავფიქრდებიო თქვა,რაა ფიქრის უფლებასაც აღარ აძლევთ?მის ადგილზე ყველა დაფიქრდებოდა,ყველა.დაფიქრება გადაწყვეტილებას არ ნიშნავს.თიქმის დარწმუნებული ვარ არ წავა.
master
12 ივნისი 2020 15:44
2
რა ქნას ამ კაცმა. ოჯახი, მომავალი. უნდა იფიქროს აბარ რა ქნას. ცოხვება წინა აქვს და ფინასები საჭიროა. ვერ გაამტყუნებ.
ღმერთმა გაუმარჯოს. თუ ოდესმე წავა, უნდა გავუგოთ.
ამ კაცს უკვე საშვილიშვილო საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ისეთ წარმატებებს მიაღწია.
ჯერი
12 ივნისი 2020 16:38
1
დაიცა ცოტა ხანს, არჩევნები მოდის და შემოგთავაზებენ კაი როლს რამე პოლიტიკურ კლიპში. ოღონდ მგონი რუსულის აქცენტიან ხალხს ანიჭებენ უპირატესობასო და იმუშავე მაგაზეც
ორმოზდარვა
12 ივნისი 2020 15:29
35
რა გჭირთ ზოგზოგიერთებ, რამ გამოგაგვარამიათ ესე.დავიჯერო ბოღმის ბრალია?
სამწუხაროდ
12 ივნისი 2020 16:00
5
კაცი ლეგენდა, მრავალი გამარჯვებები და რეკორდები კიდე საამაყო ქართველო, ზოგს ისეთი კომენტარები გაქვთ გაკეთებული რომ მრცხვენია თქვენსგამო, წაიკითხეთ ჯერ სტატია ბოლომდე კლავიატურის ლომებო
22
12 ივნისი 2020 15:27
0
მოვიდა არჩევნები და ალაპარაკდა ბიჭი :დ კარგი რა იყო მოითმინე და გადაგიღებენ ახალ კლიპში ფერადი მაისურით უბრალოდ ახალი როლი გექნება.უნდა აკოცო იცი ვის და სად :დ
აბგდ
12 ივნისი 2020 15:18
27
არ მომეწონა ლაშას ეს ნათქვამი.ბევრს ეგეც არ უფასდება.თუ პატარკაციშვილის დრო უნდა მილიონი რო ჩაურიცხონ.არ გამოვა ეგრე.თუ ფიქრობ რო ამ წუთას ცოტა კეთდება წადი.ახლავე ჯობია წახვიდე მაშინ
იმედა
12 ივნისი 2020 15:18
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული