გოტფრიდმა ევროპირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) ატაცში ორი ცდა 108/111/ გამოიყენა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა ევროპულ ოქროსთან ერთად საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო. ანასტასიამ სარეკორდო ზღვარს 1 კილოგრამით გადააჭარბა.

გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 239 კილოგრამით კი მე-4 ადგილი ერგო.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ირაკლი ჩხეიძე (102 კგ).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული