კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ძალოსნობაში

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.

ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.

რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.







მკითხველის კომენტარები / 39 /
მაგარი კაცი. გაიხარე ანტონ. ეეხ...თუშოს ოქრო როგორ ახლოს იყო.
გივი-გია
31 ივლისი 2021 17:05
0
ჯიგარი ხარ ანტონ. მშვენიერი გამოსვლა იყო. მთავარია მედალი აიღო.
gogig
31 ივლისი 2021 17:30
0
ვულოცავ ანტონს, ვულოცავ საქართველოს. ტრავმა რომ არა შეიძლება უფრო მეტს მიეღწია.
გია
31 ივლისი 2021 17:09
1
ლომი ბიჭია! 5 დღის წინ მიუღია ტრამვა და ფაქტიურად ცალი ფეხით მოიგო საქართველოსთვის მედალი. მადლობა ანტონ !
იო
31 ივლისი 2021 21:04
0
ასანიძის ინტერვიუს უსმინე? ატაცში მეორე ცდისას მიიღო ტრამვაო, 5 დღე არა ისა.
tas
31 ივლისი 2021 22:09
0
ზუსტად ისე გიხრი ქედს, როგორც ყოველი გამოსვლის წინ შენ უხრი მსაჯებს, გენაცვალე ანტოშკა, კაცი ხარ კაცური. დიდება გმირებს!!!
ბმბ
31 ივლისი 2021 19:15
2
ყოჩაღი კაცია, საკუთარ მუხლს აჯობა.
ლუკა
31 ივლისი 2021 16:44
0
ყოჩაღ! ფეხმტკივანმა კაცმა ოლიმპიური მედალი მოიპოვა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის და ვულოცავ ამ მედალს საქართველოს. თუშიშვილის მარცხს ფინალში ვერ ვინელებ და რაც გინდათ ის მითხარით, არადა რა ახლოს ვიყავით მეორე ოქროსთან...
თომა
31 ივლისი 2021 17:46
0
ვულოცავ ანტონს და მთელ საქართველოს ამ ბრინჯაოს მედალს (მედალი რომელიც პირადად ჩემთვის ოქროს ტოლფასია) ტრამვირებული კაცი გამოვიდა და 210 კილოიანი შტანგა აწია რომლის აწევითაც ჯერ არავინ არ ვიცით რამხელა ტრამვა შეიძლება მიიღოს( იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ექნება ანტონს) სპორტსმენების მინიმუმ 90% ამ დროს საერთოდ არ გამოვიდოდა შეჯიბრის გასაგრძელებლად და ვერც ვერავინ ვერაფერს მოთხოვდა და ეტყოდა, მაგრამ ანტონი გამოვიდა ტატამზე თუ რაც ქვია და ბრინჯაო მოუტანა ჩვენ ქვეყანას, აი ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის გმირობა და ესაა მაგალითი თითოეული ადამიანისთვის რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება ბოლომდე იბრძოლო დადო შედეგი და სიხარული, ბედნიერება, სიამაყე და სახელი მოუტანო შენ თავს და მთელ ქვეყანას. წარმატებები ჩვენ თითოეულ სპორტსმენს
maroko
31 ივლისი 2021 20:36
1
ფიცარნაგი ქვია.
ირაკლი
31 ივლისი 2021 23:19
0
Ეს რა კაცი ყოფილა, სიარული უჭირდა და მედალი დადო, ასანიძე და კახაბრიშვილმა დიდი როლი ითამაშეს. Თუშოს მოულოდნელ წაგებას როდის მოვინელებ არ ვიცი, რამდენი გამახსენდება, ცეცხლი მენთება.
Zas.
31 ივლისი 2021 18:29
0
დიდი მადლობა ანტონ! მაგარი ხარ!
ალეკო
31 ივლისი 2021 18:24
0

სიახლეები პოპულარული