კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ძალოსნობაში

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.

ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.

რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.







მკითხველის კომენტარები / 39 /
Ეს რა კაცი ყოფილა, სიარული უჭირდა და მედალი დადო, ასანიძე და კახაბრიშვილმა დიდი როლი ითამაშეს. Თუშოს მოულოდნელ წაგებას როდის მოვინელებ არ ვიცი, რამდენი გამახსენდება, ცეცხლი მენთება.
Zas.
31 ივლისი 2021 18:29
0
დიდი მადლობა ანტონ! მაგარი ხარ!
ალეკო
31 ივლისი 2021 18:24
0
ამ ბიჭს რომ აკრიტიკებთ, თქვენ 5 კგ ჰანტელს მაინც აწევთ? ტრავმირებულმა ბიჭმა ოლიმპიური მედალი დადო. დააფასეთ რა
kane
31 ივლისი 2021 18:11
0
გაიხარე ძმა, ეგენი კლავიატურის ლომები არიან და რა გიკვირს?
რაულ გონსალეს ბლანკო
31 ივლისი 2021 18:53
0
მადლობა ანტონს
გულშემატკივარი
31 ივლისი 2021 18:07
0
ყოჩაღ! ფეხმტკივანმა კაცმა ოლიმპიური მედალი მოიპოვა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის და ვულოცავ ამ მედალს საქართველოს. თუშიშვილის მარცხს ფინალში ვერ ვინელებ და რაც გინდათ ის მითხარით, არადა რა ახლოს ვიყავით მეორე ოქროსთან...
თომა
31 ივლისი 2021 17:46
0
… ანტონმა და ვენესუელელმა ერთნაირი შედეგი აჩვენა!!! უბრალოდ წონა ადრე ქონდა დაძლეული და მეორე ადგილზე გავიდა!!! ანტონი არის გმირი, ტრვმიანი მუხლით შეძლო მესამე ცდის დაძლევა!!! დაჯილდოებაზე კოჭლობდა!!! გმირი ხარ ანტონ!!!
დათო
31 ივლისი 2021 17:35
0
ჯიგარი ხარ ანტონ. მშვენიერი გამოსვლა იყო. მთავარია მედალი აიღო.
gogig
31 ივლისი 2021 17:30
0
ძაან მაგარი კაცია ანტონი
შაკო
31 ივლისი 2021 17:18
0
რას ქვია უაზროდ დაკარგა? ბიჭმა ტრამვა მიიღო, მიუხედავად ამისა მაინც გამოვიდა და შედეგი დადო.. გმირობა ჩაიდინა და თქვენ კიდევ... სირცხვილია.
hhh -s
31 ივლისი 2021 17:16
0
ეგ კომენტარი მე პირველ სახეობაზე ატაცზე დავწერე 177-ზე მაშინ არაფერი ეტყობოდა ტრამვის, და ჩემი სხვა სტატიის კომენტარი აქ რატომ მოხვდა არ ვიცი.
hhh
31 ივლისი 2021 17:29
0
ამ გადასახედიდან მაქსიმუმი იყო ალბათ,ის ყატარელი სხვა განზომილებაა ამ წონაში და ვენესუელელსაც ეკუთვნოდა ამდენი იწვალა ბოლო აწევაზე,თუმცა რაც პლესნოიმ ქნა გმირობის ტოლფასი იყო ტრამვირებულმა ასწია ბრინჯაო.
sandrinio
31 ივლისი 2021 17:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული