კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ძალოსნობაში

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.

ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.

რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.







მკითხველის კომენტარები / 39 /
ვულოცავ ანტონს, ვულოცავ საქართველოს. ტრავმა რომ არა შეიძლება უფრო მეტს მიეღწია.
გია
31 ივლისი 2021 17:09
1
მაგარი კაცი. გაიხარე ანტონ. ეეხ...თუშოს ოქრო როგორ ახლოს იყო.
გივი-გია
31 ივლისი 2021 17:05
0
მეორე ცდა ორივე სახეობაში გაუცუდდა, თორე ვერცხლს აიღებდა ერთ-ერთი რომ გამოეყენებინა
1
31 ივლისი 2021 16:58
0
ყოჩაღი კაცია, საკუთარ მუხლს აჯობა.
ლუკა
31 ივლისი 2021 16:44
0
რომელ საათზე ინება აკვრაში შეჯიბრი?
გაიოზიჰ
31 ივლისი 2021 16:39
4
აშკარად მეტი შეეძლო მეორე ცდა უაზროდ, რომ არ დაეკარგა.
hhh
31 ივლისი 2021 16:08
41
… თუ უყერებდი ამას არ უნდა წერდე!!! კაცმა ტრავნა მიიღო და მესამე ცდაზე გმირულად დაძლია წონა!!! დაჯილდოებაზე კოჭლობდა!!! რაც მან დღეს გააკეთა გმირობის ტოლფასია!!! მადლობა შენ ანტონ!!!
დათო
31 ივლისი 2021 17:12
0
ტრავმირებულმა იბრძოლა, ძლივს იდგა და არ გატყდა მაგარი კაცი ყოფილა.
ლუკა
31 ივლისი 2021 17:06
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული