კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ძალოსნობაში

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.

ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.

რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.







მკითხველის კომენტარები / 39 /
ჩვენი დევი, ლაშა ტალახაძე როდის გამოდის? მითხარით რა ძმურად.
გია
31 ივლისი 2021 19:21
0
ოთხში იწყებს
!!!!!!!
31 ივლისი 2021 20:44
0
მადლობ ძმაო. წარმატება ლაშას!
!!!!!!!-s
31 ივლისი 2021 22:59
0
მეორე ცდა ორივე სახეობაში გაუცუდდა, თორე ვერცხლს აიღებდა ერთ-ერთი რომ გამოეყენებინა
1
31 ივლისი 2021 16:58
0
აშკარად მეტი შეეძლო მეორე ცდა უაზროდ, რომ არ დაეკარგა.
hhh
31 ივლისი 2021 16:08
41
… თუ უყერებდი ამას არ უნდა წერდე!!! კაცმა ტრავნა მიიღო და მესამე ცდაზე გმირულად დაძლია წონა!!! დაჯილდოებაზე კოჭლობდა!!! რაც მან დღეს გააკეთა გმირობის ტოლფასია!!! მადლობა შენ ანტონ!!!
დათო
31 ივლისი 2021 17:12
0
ტრავმირებულმა იბრძოლა, ძლივს იდგა და არ გატყდა მაგარი კაცი ყოფილა.
ლუკა
31 ივლისი 2021 17:06
0
ყველა გამოხმაურება
ამ ბიჭს რა თქმა უნდა მადლობა ეკუთვნის, მარა მე მგონი ტრამვა მისმავე შეცდომამ გამოიწვია, აი პირველი ატაცის დროს 173-ზე წონით ხელში, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოუწია მაგან გამოიწვია მისი ტრამვა.
fff
31 ივლისი 2021 19:54
24
ამ 'ბიჭმა' საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა ოლიმპირ თამაშებზე და მგონია რომ მეტი პატივისცემით მოხსენიებას იმსახურებს. რა, თავზე საყრელი მედალი გვაქვს ოლიმპიადებზე თუ შენ მოუპოვე რომელიმე ერთი სინჯის მედალი მაინც?
გიორგი
31 ივლისი 2021 21:28
3
სად ნახე უპატივცემულობა? უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი.
გიორგის
31 ივლისი 2021 23:08
0
ყველა გამოხმაურება
რომელ საათზე ინება აკვრაში შეჯიბრი?
გაიოზიჰ
31 ივლისი 2021 16:39
4
პლესნოი ბოლნისის მერად
ირაკლი
31 ივლისი 2021 23:52
4

სიახლეები პოპულარული