ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).


რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ
დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ლაშა ტალახაძის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაც (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altგამოცხადებული ოქროს ქრონიკა - ლაშა ტალახაძე იწყებს!



მკითხველის კომენტარები / 31 /
ლაშა გაიხარე 100 წელი!!! საინტერესოა გვარამიას გაუხარდა თუ ეწყინა?!
?????
04 აგვისტო 2021 16:47
13
ლაშა ტალახაძეს გაუმარჯოოოოს!!!!!!!!!!!
საქართველოს გაუმარჯოოოოოს!!!!!!!!
04 აგვისტო 2021 17:06
0
ფეოლა მოვიგეთ!!
გაგიჭირდებოდათ.....
ლაშა მხეცი ხარ ძმაო
მეგრელი
04 აგვისტო 2021 16:36
1
იშვიათი შემთხვევა, როცა ქართველი ოქროზე იბრძვის და ნერვიც არ შეგიტოკდება
თომა
04 აგვისტო 2021 16:41
0
გაუᲭირდებოდა
ემირი
04 აგვისტო 2021 16:42
1
ყოჩაღ ლაშა, ასეც ვიცოდი რომ უძლიერესი ხარ.
ზურა
04 აგვისტო 2021 16:28
1
უდიდესი მამულიშვილის მორიგი დიდი გამარჯვება!!! გილოცავთ ყველას და მადლობა ლაშას!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!!!
tngh
04 აგვისტო 2021 18:36
0
ლაშას, რომ ვუყურებდი, მიხაროდა და მეამაყებოდა ქართველად, რომ დავიბადე! (ყოველთვისაც მეამაყებოდა!)
გია
04 აგვისტო 2021 17:44
2
სუპერჩემპიონია.
ლუკა
04 აგვისტო 2021 16:40
0
ხომ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა? მაინც ამიცრემლიანდა თვალები და გამიხარდა.. მადლობა ლაშა რომ ქართველი ხარ და მადლობა რომ სიამაყის განცდა მომეცი.. ახლა ატაცში გაიმეორე იგივე.. უფალი შენსკენ
ქართველი
04 აგვისტო 2021 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული