ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).


რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ
დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ლაშა ტალახაძის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაც (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altგამოცხადებული ოქროს ქრონიკა - ლაშა ტალახაძე იწყებს!



მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს მედალი უკვე წლების წინ გვედო ჯიბეში და ამიტომაცაა ნაკლები ემოციები,შემეცოდნენ დანარჩენები ოქროზე არც უოცნებიათ.
rigiti
04 აგვისტო 2021 17:33
0
ღმერთმა გაგიმარჯოს და გამრავლოს ქართველო!
შენ გენაცვალე!
ჰაიაბუსა
04 აგვისტო 2021 17:29
0
მოვიგეთ ფეოლა..)
გაიხარეე!
04 აგვისტო 2021 17:08
1
გაგიჭირდებოდათ
ზაზა
04 აგვისტო 2021 17:37
0
ლაშა ტალახაძეს გაუმარჯოოოოს!!!!!!!!!!!
საქართველოს გაუმარჯოოოოოს!!!!!!!!
04 აგვისტო 2021 17:06
0
ლაშას ნაირი ვაჟკაცები უხდება საქართველოს!!!! რის პრაიდები რა პრაიდები , სიცხე ხომ არა გაქვთ, ლიბერასტებო?
ვულოცავთ ჩვენს სახელოვან დევ გმირს, ლაშა ტალახაძეს, ოქროს ოლიმპიურ მედალს!!!!!!!
04 აგვისტო 2021 17:04
2
გვარამია-გაბუნიას მოკითხვა!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
04 აგვისტო 2021 17:04
10
გვარამია გილოცავ..
ჰმ
04 აგვისტო 2021 17:03
8
თქვენ გენაცვალეთ!!!
ყველა მიყვარხართ
სააკაძე
04 აგვისტო 2021 16:55
0
ლაშა გაიხარე 100 წელი!!! საინტერესოა გვარამიას გაუხარდა თუ ეწყინა?!
?????
04 აგვისტო 2021 16:47
13
გაუᲭირდებოდა
ემირი
04 აგვისტო 2021 16:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული