NBC: როდის ასწევს დიდი ქართველი ტალახაძე ნახევარ ტონას?

AutoSharing Option
ძალოსან ლაშა ტალახაძის ოლიმპიადაზე ტრიუმფს NBC გამოეხმაურა:

"ძალოსნობაში ტოკიოს ოლიმპიადის ბოლო შეჯიბრებაში, გიგანტების +109 კილოგრამ კატეგორიაში ორი მოლოდინი იყო.

პირველი - ვინ მოიპოვებდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს? პასუხი: ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ირანელი რეკორდსმენი ალი დავუდი და სირიელი მან ასაადი.

მეორე - რამდენ კილოგრამს ასწევს ქართველი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად? პასუხი: ძალიან ბევრს.

ტალახაძემ შეჯიბრება ტოკიოში ატაცში 223 კილოგრამით, ხოლო აკვრაში რეკორდული 265 კილოგრამით დახურა, რაც ჯამში მსოფლიოს რეკორდია - 488 კგ.

ყოველი აწევისას დიდი ქ
ართველი ეჭვის საფუძველს თითქმის არ ტოვებდა, ის უბრალოდ ნომერი პირველი გახლდათ.

ამის შემდეგ ერთადერთი კითხვა რჩება: როდის დაძლევს 27 წლის სპორტსმენი 500-კილოგრამიან ზღვარს?"

მკითხველის კომენტარები / 12 /
Სიმართლე რომ ვთქვა თვალს მანამდე არ ვადევნებდი ლაშას შედეგებს და ვნერვიულობდი კიდეც . Ეს კიდე ოც- ოცი კილოთი უგებს ყველას თურმე. Გავსკდი სიცილითა
ირაკლი ქუთაისელი
12:55 05-08-2021
2
გვარამიას არ გააგებინოთ ტალახაძის ტრიუმფი, ცოდოა, გული გაუსკდება ბოღმისაგან.
Gura
10:37 05-08-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული