"ხომ შეიძლება სპორტსმენი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ნერვიულობდე..." - ჭინჭარაულის სახალისო ვიდეო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში (109 კგ) ოქროს მედალი ქართველმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ფიცარნაგზე ყველა რეკორდი გააუმჯობესა.

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

რაც შეეხება აკვრას, ლაშამ 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა, მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის
შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

გთავაზობთ სახალისო ვიდეოს, რომელსაც გიორგი ჭინჭარაული აქვეყნებს.

წყარო: საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან გთხოვთ, ეგება ვინმემ მითხრას, ლაშას გვარი რომელ კუთხეს ეკუთვნის? სიდინჯით რაჭველების საქციელს მაგონებს. მეც რაჭველი ვარ და უბრალოდ მეცნობა ეს "სიდინჯე".
რაჭველი მამუკა.
05 აგვისტო 2021 19:43
1
დასტურ რაჭველი ყოფილხარ ბოშო.........
გრიშა
07 აგვისტო 2021 11:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული