მიშველიძემ ატაცში 131 კგ ასწია და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა. შემდეგ აკვრაში 155 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მეორე მაჩვენებელი იყო. მან ორჭიდში 286 კგ მოაგროვა და 2 კგ-ით მხოლოდ როკ შინს (სამხრეთი კორეა) ჩამორჩა.
ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა ატაცში 122 კგ, ხოლო აკვრაში 145 კგ დასძლია, რაც ჯამში 267 კგ-ით მე-7 შედეგი გახლდათ.
ხვალ კახი ასანიძე (73 კგ) იასპარეზებს, შემდეგ დღეებში კი - რევაზ დავითაძე (89 კგ), ირაკლი გობეჯიშვილი, ანტონ პლესნოი (ორივე 96 კგ), ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (+109 კგ).