"ძალოსნობა ოლიმპიადის წინასწარი პროგრამიდან ამოღებულია" - apnews

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, apnews-ი წერს, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს, ისევე, როგორც კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი. მდგომარეობის გამოსასწორებლად, სამივე სახეობას 18-თვიანი ვადა მიეცა.

ძალოსნობასთან მიმართებით მთავარ სირთულეს დოპინგ-სკანდალები ქმნის და მათ მიმართ მთავარი მოთხოვნა ანტიდოპინგური პროგრამის შემუშავება და წარმოდგენაა.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების 2-გზის გამარჯვებულია და შესაძლებელია, ის 2028 წელსაც აქტიურ სპორტულ ფორმაში იყოს. გარდა ამისა, ძალოსნობა და კრივი ჩვენთვის წარმატებული სახეობებია და იმედია, ხსენებული გადაწყვეტილება შეიცვლება.


altვითვალოთ მედლები -

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]

altდღეს ქართველი ძალოსნები იწყებენ - ტალახაძე მორიგ რეკორდებს უმიზნებს



მკითხველის კომენტარები / 9 /
სპორტი ფარსი გახადეს
Vano
23:00 24-12-2021
0
თუ ვინმე იღებს დოპინგს ის დასაჯონ სპორტის სახეობა რა შუაშია. დოპინგს მეტნაკლებად ყველა სახეობაში იღებენ მძლეოსნებშიც ხშირია და სხვაგანაც მაშინ საერთოდ არ ჩაატარონ ოლიმპიადა და არც დოპინგი იქნება.რუსეთთან მიმართებით რაც გაკეთდა ის არის კლოუნადა დაისაჯა დროშა და ჰიმნი სპორტული თვალსაზრისით ეს უშედეგოა ხოლო პოლიტიკურად კი ეგაა რომ ბევრს არ სიამოვნებს რუსეთის ჰიმნის მოსმენა და ამით მიაღწიეს მიზანს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული