ძალოსნების დღე და კულმინაცია - ტალახაძის გამოსვლა მოახლოვდა

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის დასრულდა შეჯიბრება B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ირაკლი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე გამოვიდნენ.

ირაკლი ჩხეიძემ 157/162 კილოგრამი დაძლია და ჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვა. ჩხეიძემ აკვრაში დაძლეული 193/201 კილოგრამით პირველი საფეხური დაიკავა, ხოლო ორჭიდის 363 კილოგრამით მეორე იყო.

ზაზა ლომთაძემ კი 151/155/158 კილოგრამის ძლევით მე-5 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 187/193 კილოგრამს გაართვა და მესამე საფეხური ერგო. იმავე პოზიციაზეა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 351 კილოგრამითაც.

შეგახსენებთ, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის
(61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

17 დეკემბერს საქართველოს ნაკრების სახელით კიდევ ორი სპორტსმენი იასპარეზებს - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე (ორივე +109 კგ).

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

altქართველი ძალოსნების დღე - ოლიმპიადის მედალოსანი პლესნოი პირველი იყო, თუმცა ტრავმამ შეაწუხა

altვითვალოთ მედლები - ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]

altტალახაძის მორიგი ოქროსა და რეკორდის მოლოდინში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული