16:48 17-12-2021
ტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]
AutoSharing Option
ტალახაძემ, ტრადიციულად, თამასა მაღლა ასწია და ატაცის პირველ ცდაზე 210 კგ-ს შეეჭიდა. ისე ჩანდა, რომ ქართველმა ძალოსანმა ეს ძალების დაზოგვით შეძლო. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს უკვე ყველა ცდა გამოყენებული ჰქონდა. ჩვენებურის კონკურენტების ბრძოლა უფრო მე-2 ადგილისთვის მიდიოდა.
ლაშას მეორე ცდა 218 კგ იყო და ატაცში ოქრო მესამე ცდამდე მოიპოვა. ტალახაძემ ოლიმპიადაზე დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 225 კგ-ით (მისივე შედეგი 223 იყო) შეუტია, ცოტათი გაუჭირდა, თუმცა წარმატებით დაძლია.
ტალახაძემ აკვრაში 247 კგ-ით დაიწყო და ჯამში უკვე მიუწვდომელი გახდა - მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კგ დაძლია. ჩვენებურს ერთადერთი მიზანი დარჩა - საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 267 კგ-ს შეეჭიდა (რეკორდი 265 იყო) - მსაჯებმა მსჯელობის შემდეგ ცდა წარმატებით ჩაუთვალეს!
როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორჭიდის ჯამში (492 კგ) ეს 3 ახალი მსოფლიო რეკორდია. შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშას მაჩვენებელი 488 კგ იყო.
ტალახაძის ოქროს გარდა, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.
მკითხველის კომენტარები / 33 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამ კაცის შესაძლებლობებს ლიმიტი არა აქვს. საქართველოს 21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი!
74
0
საქართველოს სიამაყე ხარ ლაშა!!!...იხარე და იდღეგრძელე!!!...
59
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული