27 მაისს ალბანეთში სტარტი ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატმა აიღო, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრა.

ქართველი ძალოსნები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფედერაციის წარმომადგენლებმა, გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს, დააჯილდოებენ. მას ევროპის საუკეთესო ძალოსნის პრიზი გადაეცემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებმა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის გამოკითხვა ევროპაში პირველად ჩატარდა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჯილდო ელოდება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესაც, რომელიც ძალოსნობაში შეტანილი წვილისათვის გუშინ სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დაჯილდოვდა.

ნაკრების გამოსვლის განრიგი (თბილისის დროით):

29 მაისი, 16:00 სთ (55 კგ) - გოდერძი ბერდელიძე

29 მაისი, 22:00 სთ (61 კგ) - რამინ შამილიშვილი

30 მაისი, 22:00 სთ (67 კგ) - შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე

31 მაისი, 22:00 სთ (73 კგ) - კახი ასანიძე

2 ივნისი, 19:00 სთ (89 კგ) - რეზი დავითაძე

3 ივნისი, 22:00 სთ (96 კგ) - ირაკლი გობეჯიშვილი

4 ივნისი, 16:00 სთ (102 კგ) - ირაკლი ჩხეიძე

4 ივნისი, 19:00 სთ (109 კგ) - გიორგი ჩხეიძე

4 ივნისი, 22:00 სთ (87 კგ) - ანასტასია გოტფრიდი

5 ივნისი, 18:00 სთ (+109 კგ) - ლაშა ტალახაძე

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე

მწვრთნელები: ავთო გახოკიძე, გია ცირეკიძე

ექიმი-რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული

ფიზიოთერაპევტი - რუსლან ღიბრაძე

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

კახაბერი
ახლა არ არის საჭირო - მსოფლიოზე თუ არა, ოლიმპიადაზე. რაიმე ტრავმა- არ გვჭირდება, 4 ოლიმპიადა გვჭირდება!!!
კახაბერი
ახლა არ არის საჭირო - მსოფლიოზე თუ არა, ოლიმპიადაზე. რაიმე ტრავმა- არ გვჭირდება, 4 ოლიმპიადა გვჭირდება!!!
კახაბერი
გამარჯვება ბიჭებო ...მინიმუმ ორჭიდში 3 ოქრო გვინდა!
გულშემატკივარი
მხოლოდ 500 !!!!!
ბადრი
ვის გაუჭირდება, ან რა გაუჭირდება.
შოთა
გაუჭირდება)) წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
კიეზამ "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
დუბაი გაჩერებას არ აპირებს - შენგელიას შემდეგ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველიც დაიმატეს
ტერ შტეგენის "აიაქსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
კვლავ ნიდერლანდებში - დუშან ტადიჩი ახალ გუნდში გადავიდა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
პსჟ აკლიუშს არ ეშვება
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს
პსჟ შეიძლება კიდევ ერთმა შემტევმა დატოვოს
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..