გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 109 კგ. წონით კატეგორიაში, სადაც გიორგი ჩხეიძემ ატაცში 167/ 171/ 174 კგ. დასძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა აკვრაშიც შესანიშნავად იასპარეზა, 205/210 კილოგრამის ძლევით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა და იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 384 კილოგრამითაც.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი ჩხეიძის პირველი მედლებია დიდების ევროპის ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული