კახი ასანიძე - U23 ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
გილოცავთ! პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან!

კახი ასანიძე - U23 ევროპის ჩემპიონია!

ასანიძემ ქართველ ძალოსანთა ყულაბა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით შეავსო.

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი - კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.

კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა ოქროს მედლამდე.

ასანიძემ აკვრაში
შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 322 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა , რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩეპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.

U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე

U23 ნაკრების მწვრთნელი გია ცირეკიძე

კახი ასანიძის პირადი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა

ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული

გენერალური მდივანი რუსკა მურადაშვილი

წყარო: Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ასანიძეებს!!! შესანიშნავი ოჯახია!!!
tngh
15:57 20-10-2022
0
ძალიან სასიამოვნოა, ყოჩაღ. წარმატებები მომავალშიც!!!
mamuka09ze
09:35 20-10-2022
0

სიახლეები პოპულარული