მარიამ მაისურაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ძალოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს გოგონათა შორის გამარჯვებული მარიამ მაისურაძე (49 კგ) გახდა.

მაისურაძემ ატაცში 74 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში თავი 88 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

მარიამმა ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო!

გარდა ამისა, მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა, არის საამაყო, გოგო რო შტანგას წევს და კაცივით აქვს ფეხები და ხელები
დაკუნთული? ეს არის მოსაწონი? კარგით რა მართლა და მართლა, სულ ნუ გააფრინეთ ყველამ!
ლაშა
27 ივლისი 2023 19:08
4
რამე არ მოგწონს? გაატარე სიახლე, გაიარე რა საჭიროა ნეგატიური კომენტარის დაწერა? გოგომ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ეს საამაყო არაა? და მეორეც გარწგნობის გაკრიტიკება ყველაზე დაცემული საქციელია. მშვენიერი გოგოა ფოტოს თუ შეხედავ ;)
Nick
01 აგვისტო 2023 00:19
0
100000000000000000000000%-ით მართალი ხარ ძმაო. გიორგი.
ლაშას
27 ივლისი 2023 20:11
1
მარიამს ვულოცავ წარმატებას. ძალოსნობის ფედერაცია ნაჩვენები შედეგებით, ახალგაზრდებთან მუშაობით სანუმუშოა.
გიორგი
27 ივლისი 2023 13:31
1
ვულოცავ მარიამს გამარჯვებას. დაე ეს ოქრო ყოფილიყოს მისი ბრწყინვალე სპორტული გზის დასაწყისი.
ჟორა გაბრიჭიძე
27 ივლისი 2023 11:42
1
გილოცავ, კარგო გოგო, წარმატებები მომავალშიც.
mamuka09ze
27 ივლისი 2023 09:31
0
საამაყო გოგოა, ვულოცავ და წარმატებები მომავალშიც
Nick
27 ივლისი 2023 05:04
1

სიახლეები პოპულარული