ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

AutoSharing Option
საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უძლეველია!

ტალახაძემ ატაცში 208/2015/220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245/253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.
რა თქმა უნდა, ორჭიდში მოგროვილი 473 კილოგრამიც ოქროს მედლის მომტანი გახდა!

შედეგად ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!

მკითხველის კომენტარები / 21 /
გაუმარჯოს ადამიან ლეგენდას, რომელსაც საქართველო,მუდამ პირველზე გაჰყავს!!!
DD
17 სექტემბერი 2023 20:16
1
ლაშა მადლობა მრავალი უდიდესი სიხარულისთვის !!!
დინამოელი
17 სექტემბერი 2023 21:10
0
ვულოცავთ, ჩვენს საამაყო "ლომს" ლაშა ტალახაძეს, ბრწყინვალე გამარჯვებას! საქართველოს უმრავლოს შენნაირი შვილები! იხარე და იბედნიერე კარგო ქართველო!
ზურა
17 სექტემბერი 2023 22:14
0
გენაცვალე ლაშა! უფალი გფარავდეს! მადლობა! მადლობა! მადლობა!
ირაკლი
17 სექტემბერი 2023 22:09
0
მთელი ქართული სპორტი რო ჩავარდება ეს არ ჩავარდება ხოლმე , მთელ მაგ ზეწოლას უძლებს და მაღლა აწევს ხოლმე. მერამდენედ ხდება ასე
აა კაცი!!!
17 სექტემბერი 2023 20:23
0
ლაშას პირდაპირ ოქრო უნდა გამოუგზავნონ,გაათამაშონ 2-3 ადგილები
ვააააა
17 სექტემბერი 2023 20:56
0
სასწაულია ტალახაძე, რა მაგარია რომ ქართველად დაიბადა. ძალიან მეამაყება ტალახაძე. განუმეორებელი ლეგენდაა. წარმოუდგენელია რასაც ტალახაძე აკეთებს. რომ ვხვდები კიდევ რამდენს გააკეთებს, გული სიხარულით მევსება. ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებას ვუსუტვებ.
G.LA
17 სექტემბერი 2023 23:07
2
განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ და მსოფლიო სპორტში. ჯანმრთელობას და იღბალს გისურვებ, ლაშა, დანარჩენს თვითონ გააკეთებ!
გიორგი
17 სექტემბერი 2023 23:16
0
ნაღდი ერის სიამაყე. გილოცავ და მადლობა........
სიმართლე
18 სექტემბერი 2023 00:04
0
მადლობა ლაშა! შენ და ჩვენი რაგბისტები ხართ ის ხალხი, რომლებიც შეგვახსენებენ ხოლმე, რომ ქართველები, მებრძოლი ერი ვართ, თორემ ზოგის ყურებისას მავიწყდება ხოლმე.
დიდება საქართველოს!
ლევანი
17 სექტემბერი 2023 21:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული