ქართველების მსოფლიო: ნინა მსოფლიოს ჩემპიონია, ირმა - მსოფლიოს თასის მფლობელი

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა პარამოფარიკავეთა მნიშვნელოვან შეჯიბრებებს მასპინძლობს, რომლებშიც შესანიშნავ შედეგებს აღწევენ საქართველოს წარმომადგენლები (მწვრთნელები - მერაბ ბაზაძე და მალხაზ მესხი).

გუშინ აქ დაიწყო 23 წლამდე პარამოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა არაერთი შეჯიბრების გამარჯვებულმა და პრიზიორმა ნინა თიბილაშვილმა, რომელმაც ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ნინამ ჯგუფში ზედიზედ სძლია ელისა მოლტენს (იატალია), ანა სოფია მაქსიმინს (საფრანგეთი), სოფია ბრაუნატოს (იტალია), ანა ელისა ზეფერინოს (ბრაზილია), მატილდა პრეაფიციოს (იტალია) და ამელი დიონს (საფრანგეთი), ნახევარფინალში მაქსიმინი დაჯაბნა - 15:7, ფინალში კი ბრაუნატოს აჯობა
- 15:4 და 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონობა დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ ამ შეჯიბრებამდე თიბილაშვილმა ვარშავაშივე მსოფლიოს თასზე, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა, ერთგვარი რეპეტიცია გაიარა: A კატეგორიის მოხმალავეთა კვალიფიკაციაში დაამარცხა პატრისია დიკესი (აშშ, 5:0), შრი ლესტამი (ინდონეზია, 5:2), კამილე ჩაი (კანადა, 5:3) და ჩოლტაჩა (ტაილანდი, 5:1), პლეი-ოფში დაჯაბნა ჩინელი ლი ქსიანქსიანი (15:12), პოლონელი დროზდ კინგა (15:8), ხოლო უნგრელ ევა ანდრეა ჰაიმაზთან დათმო პაექრობა (13:15) და მე-6 ადგილს დასჯერდა.

სამაგიეროდ, ვარშავაში მსოფლიოს თასზე თავი გამოიჩინა პარამოხმალავე ირმა ხეცურიანმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს თასის არაერთგზის მფლობელმა. B კატეგორიის სპორტსმენთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა ოთხ მეტოქეს მოუგო - კალიოპი ლუფაკს (საბერძნეთი, 5:0), ოლენა ფედოტას (უკრაინა, 5:2), ირინა მიშუროვასა (რუსეთი, 5:2) და ქსიაო რონის (ჩინეთი, 5:2). პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ელიჰ ელიჰი (ინდონეზია, 15:1) ჩამოიშორა გზიდან, მერე ნადია დოლონის (უკრაინა, 15:10) აჯობა, ნახევარფინალში ტეტიანა პოზნიაკი (უკრაინა, 15:13) დაამარცხა. გადამწყვეტ პაექრობაში კი ტაილანდელ სეისუნ იანას აჯობა - 15:10 და მსოფლიოს თასი დაისაკუთრა.

პოლონეთის დედაქალაქში A კატეგორიის მოხმალავეთა ტურნირზე გვანცა ზადიშვილმა ჯგუფში ხუთიდან სამი შეხვედრა მოიგო - ადამანტია ზაჩარიდისთან (საბერძნეთი, 5:0), ჯემა კოლინს-მაკკეინსა (დიდი ბრიტანეთი, 5:3) და დროზდ კინგასთან (პოლონეთი, 5:0), პლეი-ოფში დაამარცხა ამელი დიონი (საფრანგეთი, 15:3), ხოლო ევა ანდრეა ჰაიმაზთან (უნგრეთი, 8:15) ვერაფერს გახდა და მე-11 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ულამაზესო
ტოტტი
10:57 11-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული