2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამართულ ფარიკაობის შეჯიბრებაში ქართველმა სანდრო ბაზაძემ მე-4 ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალურ დაპირისპირებას, სადაც სანდრო უნგრელ სილაგს დაუპირისპირდა, სკანდალური დასასრული მოჰყვა. საქმე იმაში გახლდათ, რომ 27-ე გათამაშებაში ქართველის მიერ მოპოვებული ქულა მოწინააღმდეგეს ჩაუთვალეს და შეხვედრის მოგებისთვის ერთით ნაკლები ნაბიჯი გადაადგმევინეს. ამაზე განრისხებული ბაზაძე მსაჯებს დიდი ხნის განმავლობაში ეკამათებოდა, თუმცა აღარაფერი შეიცვალა.

დღეს, 27 ივლისს, მოფარიკავემ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა:

"მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის !!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა რო ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ !!! მე ვარ ქართველიი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ .... სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და თამამად ვიტყვი რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა ... მიყვარხარ საქართველო მიყვარხართ ქართველებო და დიდი მადლობა !!! I'll be back very soon !!!!" - წერს სანდრო.

გიო
უსამართლობაზე ცუდი არაფერია, ნაძირლებს რა გამოლევს დედამიწაზე. თუმცა ამან არ გაგტეხოს სანდრო, მომავალი წინ გაქვს, შენ ჩემპიონად დაიბადე! ვამაყობთ შენით! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!
nanka2002
ხინჩეგაშვილს ლონდონში რომ დააკარგვინეს აშკარა ოქრო, იმის მერე აღარაფერი მიკვირს. იმ მსაჯს კი მისცეს დისკვალიფიკაცია, მაგრამ რა ხეირი. მწვრთნელი და ოლიმპიური კომისია უნდა იყოს ყოჩაღად და სპორტსმენს არ უნდა უწევდეს ჩხუბი.
777
ფარ ხმალი არ დაყარო სანდრო, ყველგანაა უსინდისობა სპორტშიც დიდი დოზით სამწუხაროდ. ამან უფრო უნდა გაგაძლიეროს და ფსიქოლოგიურად მყარად დადგე. წარმოუდგენლად რთულია როცა ოლიმპიადაზე უსინდისო მსაჯი ყველაფერს წყალში ჩაგიყრის, მაგრამ აბა შენ იცი მომავალშ მეტოქე + მსაჯებსაც უნდა აჯობო.ჩვენთვის ჩემპიონი ხარ და სამაგალითო ბიჭი. წარმატებებიიი.
ლადო
ამაზე დელეგაციამ უნდა იზრუნოს საქართველოს რომ ჩაგრავენ ასე ვის ჩაგრავენ სანდროს გამძლეობა ძნელია უსამართლოდ რომ გექცევიან პროტესტი სპორცმენის გარდა დელეგაციამაც უნდა გამოთქვას რაუქნე დღეს ტატოსაც ხმას თუარ ამოიღებთ ვარეს გვიზამენ
ბურძგლა
ეგაა პატარა ქვეყნის სინდრომი, აშკარა მიკერძოება, ბაზაძე დაჩაგრეს და დღეს უნამუსობაზე მეტი მოხდა ტატო ძალით გამოაგდეს იპონი ვაზარად ჩაუთვალეს და თავისი ვაზარი იმას მისცეს პროსტა უნამუსობაც აღარ ქვია ამას, ჩხვიმიანზე არ ვამბობ აშკარად შეცდომა დაუშვა ობიექტური ვარ მაგაზე ((
ბბ
ვნახე ეს გამოსვლა და მრავალი სხვაც ნანახი მაქვს. 2019-შიც ვუყურე ევროპაზე დიუსელდორფში. იქაც ბუზღუნით აიკლო მსაჯები.
ქართველი
ამ კაცის ადგილას წარმოიდგინეთ უბრალოდ თავი. მთელი ცხოვრება უძღვნი ერთ საქმეს ოფლს ღვრი, გართობას ოჯახთან ყოფნას იკლებ წვალობ იმ ერთი ტურნირისთვის და ამდროს ვიღაცგადამთიელი მსაჯი აიესე უბრალოდ ყვეკაფერს წყალში გიყრის, პროსტა არუნდა რო მოიგო და ვსო მორჩა. ჩემითვალით ვუყურე და არავის ნალაპარაკებს არ ვიმეორებ. ეს ბიჭი გაწირეს წაგებისთვის.
ნიკო
ყველა ხედავს რომ ვითომ თანასწორობა ბლეფია და კარგი მაგალითია იმისა რომ თუ ერთად არ დავდგებით და ჩვენ ქვეყანას არ დავაფასებთ გადაგივლიან თვალს არ დაახამხამებენ, ისე ფეხბურთში ზოგჯერ ვარიც არ შველის მაგრამ კიდევ რაღაცას ასე თუ ისე აჩერებს, იმ ქართველებს ვინც ვარის წინააღმდეგი იყვნენ ჩვენ კარში ირლანდიასთან დადებული პენალტი უნდა უტრიალო სადაც მსაჯმა არანაირი შეცდომა არ დაუშვა უბრალოდ უნდოდა რომ დაედო და დადო, ამ შემთხვევაში კი ბაძაძეს რაც შეეხება ეგეც დაიკიდეს არანაირი ვიდეო არ გაითვალისწინეს.
სოსო
მაშინაც იქნია მუშტები და ბევრიც იდავა,მაგრამ გაფრთხილება მისცეს და მოხსნით დაემუქრნენ.ასე რომ ჩხუბს და ბრძოლას კი არ იწყებს,არამედ აგრძელებს.ნეტავი შესძლოს და თავისი სიმართლე გაიტანოს.ეტყობა ბრძოლა არ გინახია.
საქართველო
დარწმუნებული ვარ 1 ეამითაც არ გინახავს სანდროს გამოსვლა,თორემ ამას არ დაწერდი
ზურა
ხოდა კორექტულ და მოკრძალებულ ხალხს გადაუვლიან ხოლმე... ესაა ჩვენი სენი, ვერ ვთქვათ პირდაპირ სათქმელი, ვერ შევბედოთ უცხოელს. ასეთი უსინდისობის გამო ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა ამბავს ატეხდა... ვერც უბედავენ იმათ. ყოჩაღ ამ ბიჭს ზუსტადაც ასეთი პირდაპირობისთვის და გვეყოფა ქართველებს მუდამ თვითგვემა და თავის მოქაჩლება
aburjga
აბა რას ამბობ?! როდის მერე გახდა სიმართლის თქმა არაკორექტული! უნამუსოს უწმაწური სიტყვა არ არის, გარკვეული ტიპის მოქმედების და ხასიათის ამსახველი სრულიად ლეგიტიმური სიტყვაა! ბაზაძე ყველაფერში ვაჟკაცია!
უკეთესადაც შეიძლებოდა
უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა იგივე აზრის ჩამოყალიბება და უკმაყოფილების გამოთქმა. დიდი ჩემპიონი და დიდი სპორტსმენი რომ გახდე, პიროვნებაც დიდი უნდა იყო. დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს მწვერვალზე რომ ახვიდე.
Georgian
სანდრო ჩვენც გვიყვარხარ ქართველებს და შემდეგ ოლიმპიადაზე დავდებთ ოქროს! ❤️
ბბ
ჩხუბის მერე მუშტების ქნევას თავი დაანებოს.
რატი
ყოჩაღ! იმ არამზადების გამო უკან არ დაიხიო! 3 წელი დიდი დრო არ არის, უფრო გაძლიერდი და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვო.
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
ინსინიემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
კოტნრაქტის გაწყვეტასთან ახლოს - ქვილითაია "პადერბრონს" უახლოვდება
"ის გრძელვადიანი პროექტის გამორჩეული წევრია" - როსენიორმა პალმერის წასვლა გამორიცხა
მატეტა "ნოტინგემში", "კრისტალ პალასი" ნორვეგიელ ფორვარდს უმიზნებს - პრემიერ ლიგაში ფორვარდები გუნდის შეცვლასთან ახლოს არიან
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
მერვე ტრანსფერი "ბარსელონადან" - პსჟ კატალონიური გრანდიდან აქტიურად მარაგდება
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
უკეთესი სიტუაცია "რეალში" - ვარსკვლავებს არბელოა მოსწონთ
ოფიციალურად - დრო ფერნანდესი პსჟ-ს ფეხბურთელია
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ღალატი - "ახალი ინიესტა" "ბარსელონადან" პსჟ-ში გადადის?
მალდინი "ატალანტადან" "ლაციოში" გადავა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!