სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა.

ბაზაძე ტურნირზე პლეი-ოფიდან ჩაერთო და ერთი მეორის მიყოლებით რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8), უნგრელი ჩანად გემეში (15:10), კორეელი იუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10), ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) და რუსი კამილ იბრაგიმოვი (15:8) დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავეა.

28 წლის ბაზაძეს სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი ოქროსაც დაეუფლა.

17 იანვარს გუნდური შეჯიბრი დაიწყება - საქართველოს ვაჟთა ნაკრები საუდის
არაბეთს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.

სანდრო ბაზაძე - FIE- მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა
მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავ და მომავალ წარმატებებს გისურვებ!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ ასახელებ საქართველოს!!!
tngh
15:32 17-01-2022
0
კიდევ ერთი უდიდესი არგუმენტი და დადასტურება ვინ იმსახურებდა ოლიმპიადის ფინალში მოხვედრას. 3წელიწადში ოლიმპიური ოქრო იქნება
გიორგი
11:25 17-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული