სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო ბაზაძე ისტორიის წერას აგრძელებს. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა მისთვის ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, რომელმაც შარშან კაიროში, ამავე რანგის ასპარეზობაზე, ბრინჯაოს მედლით საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა, შარშანდელი შედეგი მილანის მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედლით გააუმჯობესა.

სანდრო ბაზაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე გერმანელი, ტუნისელი, ამერიკელი და იაპონელი მეტოქეები დაამარცხა. დაძაბულ ნახევარფინალში 15-14 მოუგო ეგვიპტელ ზიად ელ-სისის, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელ ელი დერშვიცთან 6-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფარიკაობაში მიღწეული საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მიმდინარე სეზონის ყველა 11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია. გასათვალისწინებელია, რომ მათ შორის არის ევროპის ჩემპიონობაც.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაგარია, ყოჩაღ სანდრო!კიდევ ბევრი წარმატება და წინსვლა!
0
იმედია ოდესმე დაუფასდება სანდროს ამაგი,დღეს ძალიან და უ ფ ა ს ე ბ ე ლ ი ა
ადამიანი
12:25 26-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული