ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

AutoSharing Option
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა:

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა
ადგილი".

მკითხველის კომენტარები / 23 /
შეიძლება ეკუტვნოდა წაგება და ტყუილად ყვირის. შეიძლება არ ეკუთვნოდა და წააგებინეს. ამ მეორე შემთხვევაში ყველა არაკაცები ხართ ვინც ლანძღავს და ამბობს მისი საქმე არ ყოფილა ეს სპორტიო. ტიპი მსოფლიოს პირველი შპაგა იყო ) და ვინ რაგ გააკეთეთ მაგის ტოლფასი? რატომ გშურთ? გულისამრევი ტიპები ხართ
დარტანიანი
16:57 30-07-2024
1
ტიპი აშკარად ფსიქოლოგიურად არამდგრადია, სულ ყვირის და ღრიალებს მსაჯებთან. შესაძლოა დაჩაგრეს, მაგრამ უპირველესად თვითონ განაწყობს მსაჯებს უარყოფითად და მერე იმკის თავის თავზე. თუ არ აქვს ნერვები წესრიგში, სჯობს სხვა საქმით დაკავდეს...
სიმართლე
17:47 28-07-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული